|
2022-01-30 13:51:41, 1404 ნახვა
რეგიონი
სიღნაღის მუნიციპალიტეტში, შელაპარაკების ნიადაგზე, 68 წლის ქალი მოკლეს
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუგაანში, 68 წლამდე ასაკის ქალი, ფიზიკური დაზიანებებით, სახლში გარდაცვლილი იპოვეს. შსს-მ 1979 წელს დაბადებული, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი პირი, მ.მ. დააკავა. ამბავს შინაგან საქმეთა სამინისტრო იუწყება. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, 29 იანვარს, სიღნაღის რაიონის სოფ. ჯუგაანში, 1954 წელს დაბადებულ ქალს, მისსავე საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ჭრილობები მიაყენა და ადგილიდან მიიმალა. დაშავებული მიყენებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ჩატარებული ღონისძიებების შედეგად მ.მ. მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს და 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1979 წელს დაბადებული, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი მ.მ. დააკავეს.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)