10:36 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-01-26 11:47:33, 622 ნახვა

საზოგადოება
კახა კალაძე - თებერვლიდან 15-16 უსახლკარო ოჯახი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილდება

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, უსახლკაროების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში, მომდევნო თვეში ფართებით უკვე 15-16 ოჯახი დაკმაყოფილდება.

როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, უსახლკარო ოჯახების პრობლემის მოგვარება მისი წინასაარჩევნო დაპირება იყო და ამ დაპირებას ასრულებს.

„როგორც მოგეხსენებათ, დედაქალაქის ბიუჯეტში გვაქვს რამდენიმე ძირითადი მიმართულება და ერთ-ერთი პრიორიტეტული გახლავთ ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამები. ამ მიმართულებით, ბიუჯეტი 50 მილიონი ლარით გაიზარდა. ჩემი საარჩევნო დაპირება იყო უსახლკარო ოჯახების პრობლემის მოგვარება. ჩვენ თბილისში  ასეთი სტატუსის მქონე 400-მდე ოჯახი გვყავს. მათ დავპირდით, რომ მუნიციპალური საცხოვრისით დავაკმაყოფილებდით და ჩვენ ამ დაპირებას ვასრულებთ. პირველ ეტაპზე, თებერვლიდან უკვე შევძლებთ, 15-16 ოჯახის ფართებით დაკმაყოფილებას“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

მისივე თქმით, აღნიშნული პროგრამა მომდევნო წლებშიც გაგრძელდება და თბილისში არცერთი უსახლკარო ოჯახი არ იქნება.

„ჩვენი მხრიდან ყველანაირი მხარდაჭერა და თანადგომა ექნება ამ ოჯახებს და მომდევნო წლების განმავლობაში, არცერთი უსახლკარო თბილისელი არ გვეყოლება. ყველა დაკმაყოფილდება მუნიციპალური ფართებით და მოუგვარდებათ პრობლემა, რაც წლების განმავლობაში აწუხებთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„1000 რაკეტა მზადაა“: ტრამპი, მისი მკვლელობის მცდელობის შემთხვევაში, ირანის განადგურებით იმუქრება
ზელენსკიმ რუსეთისთვის „შორი მოქმედების სარდლობის“ შექმნის შესახებ განაცხადა
ამერიკელმა სენატორები თეთრ სახლთან შეთანხმდნენ რუსეთის წინააღმდეგ „ჯოჯოხეთური სანქციების“ შესახებ კანონპროექტზე
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics