15:07 - 28 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-01-26 11:13:27, 815 ნახვა

პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი ნატო-ს შტაბ-ბინაში შეხვედრებს გამართავს

საქართველოს პარლამენტის ახალარჩეული თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი  პირველი სამუშაო ვიზიტით ბრიუსელში, ნატო-ს შტაბ-ბინაში შეხვედრებს გამართავს.

პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, საპარლამენტო დელაგაცია, საქართევლოს პარლამენტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით,  ნატო-საქართველოს კომისიის (NGC) შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის,  ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, მნიშნელოვანია, რომ დროში ეს ვიზიტი დაემთხვა  საკმაოდ გართულებულ ვითარებას რეგიონში და ასევე მოლაპარაკებებს ნატოსა და რუსეთს შორის.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მივიღოთ პირველწყაროსგან ინფორმაცია იმაზე, თუ როგორ მიმდინარეობს ეს მოლაპარაკებები, რამდენად მტკიცე არის ნატო საქართველოს მხარდაჭერაში. ჩვენ გვსურს ვისაუბროთ სამომავლო პერსპექტივებზე, შესაძლო განვითარების სცენარებზე და ასევე იმ ნაბიჯებზე, რომელიც როგორც ჩვენ, ასევე ნატომ უნდა გადადგას იმისათვის, რომ საქართველოს გაწევრიანება ნატოში დაჩქარდეს. ეს არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი, იმიტომ, რომ დღეს უკვე ყველა ხვდება, რომ ევროპის უსაფრთხოება საქართველოსა და უკრაინის უსაფრთხოებაზე გადის და ამიტომ აქ დაყოვნება და დათმობები არის მიუღებელი",-განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე ხელმძღვანელობს, საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე და საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ლაშა დარსალია შედიან.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იაპონიაში 7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რის შემდეგაც ცუნამის საფრთხე გამოცხადდა
ღამით მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯანდარში კაცი დაჭრეს - დაკავებულია ერთი პირი
გურიაში 14 წლის მოზარდის გაუპატიურების ბრალდებით ბიძა დააკავეს
გალტ & თაგარტმა საქართველოს სასაწყობე და ლოგისტიკის ბაზრის კვლევა წარადგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics