12:47 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-01-19 19:34:17, 925 ნახვა

საზოგადოება
იტალიაში, 28 წლის ქართველი ქალი დაიკარგა

იტალიაში, რეჯო-დი-კალაბრიაში, 28 წლის ნათია ჭულუხაძე დაიკარგა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია Facebook-ზე ვრცელდება.

უკანასკნელი ცნობებით, რამდენიმე დღის წინ, ნათია ჭულუხაძე რომის აეროპორტში იყო. სწორედ, ამ ადგილიდან ქრება მისი კვალი.

 „დაიკარგა ემიგრანტი იტალიაში რეჯო კალაბრიაში 28 წლის ნათია ჭულუხაძე

„შოთო სიხარულიძე ემიგრანტების არხს“ დახმარებისთვის მიმართა ემიგრანტმა თაკო თაკომ.

კარგად დააკვირდით, იქნებ, ვინმემ სადმე დაინახეთ. გთხოვთ, თითოეულ ფეისბუქ მეგობარს, პოსტი არ გაატაროთ, გევედრებით... გავიდა სახლიდან და არ დაბრუნებულა.
გთხოვთ, იქნებ სადმე ვინმემ დაინახეთ, მომწერეთ..
გააზიარეთ პოსტი გ ე მ უ დ ა რ ე ბ ი თ! უფალმა დაგლოცოთ, მაპოვნინეთ. (ის რამდენიმე დღის წინ რომის აეროპორტში იყო. მის მერე მისი კვალი აეროპორტიდანვე ქრება....)))))

თუ ვინმემ ნახეთ სადმე ან გეცნობათ დაუყოვნებლივ გვაცნობეთ „შოთო სიხარულიძე ქართველი ემიგრანტები“ გთხოვთ მიიტანოთ გულთან.
დედაო ღვთისმშობელო უვნებელი დაუბრუნე თავის ოჯახს. სასწაულად კარგი და კეთილი ადამიანი ილოცეთ ლოცვა მთებს დაძრავს... გააზიაარეთ გთხოვთ გამოგვეხმაუროთ თუ ვინმეს გეცნობათ და ნახეთ სადმე. შოთო სიხარულიძე ემიგრანტების არხი“, - აღნიშნულია განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კახა კალაძე 4 ოქტომბრის საქმეზე მორიგ დაკავებაზე: შესაბამისი საგამოძიებო უწყებები მოწოდების სიმაღლეზე არიან, ყველამ უნდა აგოს პასუხი
კახა კალაძე ელისაშვილის განაჩენზე: როდესაც კანონს ცდები, ყოველთვის მოყვება შესაბამისი რეაგირება
პოლიციამ ფატიმა კარიმოვას მკვლელობისთვის ძებნილი ბიძაშვილი, ემინ ალიევი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში დააკავა
Apple-მა OpenAI-ს უჩივლა და კომპანიას სავაჭრო საიდუმლოებების მოპარვაში დასდო ბრალი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics