|
2022-01-17 08:51:42, 890 ნახვა
პოლიტიკა
იენს სტოლტენბერგი - რუსეთმა ადრეც გამოიყენა სამხედრო ძალა უკრაინისა და საქართველოსა წინააღმდეგ, ამიტომ საფრთხე რეალურია
რუსეთმა ადრეც გამოიყენა სამხედრო ძალა მეზობლების, უკრაინის, საქართველოსა და სხვების წინააღმდეგ, ამიტომ საფრთხე რეალურია, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა კანადურ ტელეკომპანია „სიბისისთან“ ინტერვიუში განაცხადა. როგორც სტოლტენბერგმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია დიალოგში ჩართვა, რათა გამოიძებნოს პოლიტიკური გამოსავალი. სტოლტენბერგმა ასევე აღნიშნა, რომ ერთადერთი აგრესორი არის რუსეთი, რომელსაც ოკუპირებული აქვს უკრაინის ტერიტორია ყირიმი, მხარს უჭერს დონბასში სეპარატისტებს და განახორციელა მასშტაბური კიბერთავდასხმები უკრაინის წინააღმდეგ. სტოლტენბერგის განცხადებით, ალიანსი მზად არის რუსეთთან დიალოგის გასაგრძელებლად, თუმცა უარს არ იტყვის ძირითად პრინციპებზე. „რა თქმა უნდა, ვერ დავეთანხმებით, რომ ნატო-ს ჯარები არ უნდა გვყავდეს ყველა იმ ქვეყანაში, რომლებიც ნატო-ში 1997 წლიდან გაწევრიანდნენ. ეს არსებითად ნიშნავს იმას, რომ ჩვენი წევრების ნახევარს ნატო-ს ჯარები ვერ დაიცავენ. მაშინ ისინი იქნებიან ნატო-ს მეორე კლასის წევრები. ჩვენ ამას არასდროს გავაკეთებთ“, – აღნიშნა სტოლტენბერგმა
მამუკა ფიფიამ მაგინა და დამემუქრა - პრორუსულ ფლანგში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
სასამართლომ საკრებულოსთან გამართულ აქციაზე დაკავებული აქტივისტი, ვასო ბერიძე 5 000 ლარით დააჯარიმა
92 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართველი ისტორიკოსი თინათინ ქუთელია
MMA-ს მებრძოლი, გიორგი ქართველიშვილი ამბობს, რომ აბულინგებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)