18:09 - 28 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-01-14 13:26:37, 1365 ნახვა

პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილის უკრაინელი ადვოკატი – ინსპექტორის გადაწყვეტილების გაუქმება მნიშვნელოვანი სიგნალია უკრაინისთვის

უკრაინის სახელმწიფო იცავს თავისი მოქალაქეების ინტერესებს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში და ამისთვის, ყველა ბერკეტს იყენებს, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის უკრაინელმა ადვოკატმა, ვლადისლავ გრიშენკომ განაცხადა.

ადვოკატი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების საკითხს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ დამოუკიდებელი უწყება დაიშალა, რაც მნიშვნელოვანი სიგნალია უკრაინისთვის.

„მიხეილ სააკაშვილის წამებაზე და გაურკვეველი ფსიქოტროპული წამლების მიღებაზე საქმე უკვე აღძრულია და მიმდინარეობს გამოძიება. სააკაშვილმა გადმოგვცა განცხადება მისი დაზარალებულად ცნობის თაობაზე და მხარე რომელიც დაზარალებულს წარმოადგენს აქტიურად განახორციელებს შესაბამის საგამოძიებო მოქმედებებს. ჩვენ გავოცდით როდესაც გავიგეთ,რომ საქალაქო სასამართლომ გააუქმა ინსპექტორის სამსახურის გადაწყვეტილება, ეს ნიშნავს იმას, რომ დამოუკიდებელი უწყება დაიშალა და ეს არის მნიშვნელოვანი სიგნალი უკრაინისთვის“, – განაცხადა ადვოკატმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მამუკა ფიფიამ მაგინა და დამემუქრა - პრორუსულ ფლანგში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
სასამართლომ საკრებულოსთან გამართულ აქციაზე დაკავებული აქტივისტი, ვასო ბერიძე 5 000 ლარით დააჯარიმა
92 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართველი ისტორიკოსი თინათინ ქუთელია
MMA-ს მებრძოლი, გიორგი ქართველიშვილი ამბობს, რომ აბულინგებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics