|
2022-01-13 17:12:57, 2087 ნახვა
მსოფლიო
HRW–ს 2021 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველომ ადამიანის უფლებათა დაცვის მხრივ რეგრესი განიცადა
ადამიანთა უფლებების დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციამ, Human rights watch-მა 2021 წლის შემაჯამებელი ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველოზეც არის საუბარი. გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, საქართველოში, 2021 წლის განმავლობაში, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისა და სახელმწიფოში არსებული ოპოზიციური ძალების დაპირისპირების ფონზე, ადამიანის უფლებათა დაცვის მხრივ რეგრესი განიცადა. ანგარიში მიმოხილვითი სახის იყო, რომელშიც საუბარი გენდერული იდენტობისა და სექსუალური ორიენტაციის (ლგბტ+ ადამიანთა უფლებების დარღვევის) საკითხებს, არჩევნებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დანაშაულების არაეფექტიან გამოძიებას, ბავშვთა უფლებების დაცვის საკითხებსა და მედიის თავისუფლებას უკავშირდებოდა. „თბილისი პრაიდის მსვლელობაში მონაწილე პირების უსაფრთხოების უზრუნველყოფის ნაცვლად, ხელისუფლების წევრებმა, მოვლენებში, მაინც ორგანიზატორები დაადანაშაულეს“, - აღნიშნულია დოკუმენტში. დოკუმენტი, ასევე, აგვისტოში, ევროკავშირის მიერ გაკეთებული განცხადებასაც ეხმიანება, რომლის მიხედვითაც საქართველომ 75 მილიონი ევროს მისაღებად მართლმსაჯულების რეფორმების პირობები, შესაბამისად ვერ შეასრულა. ანგარიშში, საუბარი საქართველოში გამოცხადებულ ბოიკოტზე, შარლ მიშელის დოკუმენტზე, შემდეგ მმართველი გუნდის მიერ მის ანულირებასა და უკვე არჩევნებზე უცხოელი, საერთაშორისო დამკვირვებლების შეფასებებს ეხება. ასევე, ნინოწმინდის პანსეონში მიმდინარე შემთხვევებზე, ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევთა კოდექსში შეტანილ ცვლილებებსა და ომბუდსმენის მიერ სახელმწიფო ინსპექტორის აპარატისათვის გაგზავნილი 133 საჩივრის შესახებ იყო მოთხრობილი (ბოლოს აღნიშნული კი, ციხის თანამშრომლებისა და სამართალდამცავების მიერ, შესაძლო ჩადებილი დანაშაულებებას უკავშირდებოდა). „ჟურნალისტებმა და მედიის წარმომადგენლებმა არაერთი მუქარა და თავდასხმა აიტანეს, 2021 წლის განმავლობაში“, - ამის თაობაზე კი, ანგარიშს ცალკე ქვეთავი ეთმობა. ორგანიზაცია 5 ივლისს მომხდარ მოვლენებთან და ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებას ერთად, ჟურნალისტ ვახო სანაიაზე, თებერვალში მომხდარ თავდასახმასაც იხსენებს.
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)