00:25 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-01-08 10:18:09, 696 ნახვა

მსოფლიო
იენს სტოლტენბერგი - ჩვენ მხარს ვუჭერთ და ვეხმარებით საქართველოსა და უკრაინას ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე

როდესაც ვსაუბრობთ საქართველოზე და უკრაინაზე, ჩვენ მხარს ვუჭერთ და ვეხმარებით მათ შემდგომი ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა.
ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვდრისას პრესკონფერენციაზე განაცხადა. 

მისვე განცხადებით, ნატო-ს კარი ღიაა და ამას ჩრდილოეთ მაკედონიისა და მონტენეგროს ალიანსში ახალ წევრებად მიღებაც ადასტურებს. 

"ნატო-ს კარი ღიაა. ამას ამტკიცებს ჩრდილოეთ მაკედონიისა და მონტენეგროს ალიანსში ახალ წევრებად მიღება. 

როდესაც ვსაუბრობთ საქართველოზე და უკრაინაზე, ჩვენ მხარს ვუჭერთ და ვეხმარებით მათ შემდგომი ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე რეფორმების განხორციელებით, პრაქტიკული და პოლიტიკური მხარდაჭერით. ვფიქრობ მნიშვნელოვანია ამ გზავნილის გაგზავნა, რომ რეფორმები მნიშვნელოვანია ნაწილობრივ იმიტომ, რომ ეს არის ნატოს სტანდარტების დაკმაყოფილების საშუალება, მაგრამ ეს ასევე აძლიერებს უკრაინისა და საქართველოს საზოგადოებებს. მდგრადი, კარგად ფუნქციონირებადი საზოგადოება მეტად დაცულია რუსეთის მხრიდან ჩარევის მიმართ. ასე რომ, ჩვენ გავაგრძელებთ მხარდაჭერას და საქართველოსთან და უკრაინასთან მუშაობას“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics