16:23 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-01-06 12:34:39, 692 ნახვა

საზოგადოება
ყაზახეთში მყოფი ქართველები დახმარებას ითხოვენ

ყაზახეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეები დახმარებას ითხოვენ. სოციალურ ქსელში ყაზახეთში მყოფმა ბაჩანა მელაშვილმა ვიდეო გაავრცელა, სადაც ყვება, რომ 4 ქართველი ალმაატშია დარჩენილი.

ამასთანავე, ის აღნიშნავს, რომ 9 იანვარს უნდა გამოფრენილიყვნენ, თუმცა რეისები გადადებულია, აეროპორტი კი, დახურული.

ბაჩანა მელაშვილი ყვება, რომ აქვთ საკვების პრობლემაც, ვერ ახერხებენ გარეთ გასვლას, რადგან შეტაკებები ისევ გრძელდება.

"გავიჭედეთ ოთხი ადამიანი აქეთ, რა შეიძლება რომ გავაკეთოთ, ვინმემ თუ იცით ვის შეიძლება დავეკონტაქტოთ ან საქართველოში, ან აქ, ვინმეს თუ ვინმე გყავთ, იმიტომ, რომ მაღაზიებში არაფერი არ იყო, ვერაფერი ვიყიდეთ, საკვების პონტშიც ძალიან ცუდ სიტუაციაში ვართ. ერთი სიტყვით, ძალიან გვიჭირს ყველანაირად, გარეთაც ვერ გავდივართ, აქ სროლებია, ხალხს ხოცავენ გარეთ, ვერაფერს ვერ ვახერხებთ, თუ ვინმეს შეგიძლიათ რამენაირად, რომ დაგვეხმაროთ, ან გვითხრათ, ვინმეზე, რომ გყავთ აქ ალმაატაში ახლობელი, შინაური, ვისაც შეიძლება ცოტა ხნით შევეფაროთ, ან საკვებით დაგვეხმაროს, ძალიან გთხოვთ შემეხმიანეთ", – ყვება ბაჩანა მელაშვილი. 









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
საია: ევროპის საბჭოს კომისარი შეუერთდა საქართველოს „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის საქმეს
ჰერჩინსკი - მსოფლიო გამოწვევებთან გამკლავებით, ევროპა მხოლოდ ძლიერდება, საქართველო მათ შორის არ არის
"თეგეტამ" Rainmaking-ისა და Startupbootcamp Georgia-ს ლიდერშიფსერიის პირველ ღონისძიებას უმასპინძლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics