|
2022-01-05 14:32:53, 2554 ნახვა
რეგიონი
ვახტანგ მაისურაძე იძულებით გადადგილებულ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“-ს თავმჯდომარეს შეხვდა
კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე იძულებით გადადგილებულ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“-ს თავმჯდომარეს იულია ხარაშვილს შეხვდა. შეხვედრა პროექტის „ერთად ჩვენი უფლებებისთვის“ ფარგლებში გაიმართა. – ამის შესახებ ინფორმაციას კასპის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. უწყების ცნობით, შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა მერისთვის ორგანიზაციის მიზნებისა და აქტივობების გაცნობა, ინფორმაციის გაცვლა სამომავლო გეგმებზე, თანამშრომლობის შესაძლებლობებზე, საუბარი იყო დევნილი და გამყოფი ხაზის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობის მთავარ საჭიროებებსა და გამოწვევებზე. შეხვედრაზე მუნიციპალიტეტის მერმა მიიღო ინფორმაცია იმ პროგრამების შესახებ, რომელსაც ასოციაცია ახორციელებს შიდა ქართლში და კერძოდ კასპის მუნიციპალიტეტის სოფლებში. „ასოციაცია „თანხმობა“ 1995 წლის აპრილიდან მუშაობს საქართველოში. ორგანიზაცია შეიქმნა აფხაზეთიდან დევნილი ქალების მიერ და წლების განმავლობაში მუშაობს ოჯახში ძალადობისა და ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრაზე. კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, ასოციაცია უზრუნველჰყოფს ბიზნეს განათლებასა და მცირე გრანტებს ბენეფიციარებისთვის, დევნილ ახალგაზრდებსა და ქალებს ასწავლის სასიცოცხლო უნარ-ჩვევებს. შეხვედრას ესწრებოდნენ ასოციაცია „თანხმობა“-ს სატრენინგო მიმართულების ხელმძღვანელი მარინა ფოჩხუა და მერიის თანამშრომელი თინათინ გეჯაძე.“ - ნათქვამია ინფორმაციაში.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)