|
2021-12-28 18:42:00, 2418 ნახვა
რეგიონი
ბათუმში სტუდენტები, მოსწავლეები, სოციალურად დაუცველები და პენსიონერები მუნიციპალური ტრანსპორტით უფასოდ იმგზავრებენ
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ, დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, რომ 2022 წელს აჭარაში მცხოვრები 200 000-მდე პირი ბიუჯეტით გათვალისწინებული სხვადასხვა სოციალური და ჯანდაცვის პროგრამით ისარგებლებს. მისივე თქმით, ბათუმში, 50 000-ზე მეტი პირისთვის: სტუდენტებისთვის, მოსწავლეებისთვის, პენსიონერებისთვისა და სოციალურად დაუცველებისთვის, მომავალ წელსაც მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობა უფასო იქნება. „2022 წელს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა და ყველა მუნიციპალიტეტი ხვდება ახალი, გაზრდილი ბიუჯეტით და ამ ბიუჯეტის ფარგლებში, როგორც რესპუბლიკურ, ასევე მუნიციპალურ დონეზე გათვალისწინებულია მთელი რიგი ახალი პროექტები. ამ ბიუჯეტების ფარგლებში 200 000-მდე აჭარის მაცხოვრებელი ისარგებლებს როგორც სოციალური, ასევე ჯანდაცვის პროგრამებით. 1400-ზე მეტი სტუდენტი ისარგებლებს სტუდენტთა ხელშეწყობის პროგრამით. 5000-ზე მეტი პენსიონერი შეძლებს მიიღოს მედიკამენტების შესაძენად საჭირო ფინანსური დახმარება. ბათუმის მუნიციპალიტეტში სტუდენტებისთვის, მოსწავლეებისთვის, პენსიონერებისთვის და სოციალურად დაუცველებისთვის, ჯამში 50 000-ზე მეტი პირისთვის მომავალ წელსაც მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობა იქნება უფასო. მინდა ვთხოვო მუნიციპალიტეტს, რომ კომუნალური გადასახადების ნაწილში შევეცადოთ მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, შევინარჩუნოთ ტარიფები", - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)