|
2021-12-28 15:00:54, 2104 ნახვა
რეგიონი
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა საგანმანათლებლო-სარეაბილიტაციო დღის ცენტრის „განთიადის“ ბენეფიციარებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა, პირველ მოადგილე ბუბა გობეჯიშვილთან ერთად საგანმანათლებლო-სარეაბილიტაციო დღის ცენტრის „განთიადის“ ბენეფიციარებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა. დავით შერაზადიშვილმა და ბუბა გობეჯიშვილმა ბენეფიციარებს მუნიციპალიტეტის მიერ მომზადებული საახალწლო საჩუქრები გადასცეს, ბენეფიციარებმა ასევე ცენტრის მიერ მომზადებული საახალწლო ნობათებიც მიიღეს. დღის ცენტრის ბენეფიციარები ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს საახალწლო ღონისძიებით დახვდნენ, ღონისძიებაზე ასევე ცენტრის აღსაზრდელების მიერ მომზადებული ხელნაკეთი ნივთებიც იყო გამოფენილი. საგანმანათლებლო-სარეაბილიტაციო დღის ცენტრი „განთიადი“ ქალაქ ბოლნისში 2009 წლიდან ფუნქციონირებს. დღის ცენტრი სპეციალური საჭიროებების მქონე პირებს მათზე მორგებულ სხვადასხვა სერვისს სთავაზობს. „დამდეგი შობა-ახალი წელი საგანმანათლებლო-სარეაბილიტაციო დღის ცენტრის „განთიადის“ ბენეფიციარებს მივულოცეთ და მათ საახალწლო ნობათი გადავეცით. მსურს, ჩვენს თითოეულ ბენეფიციარს ბედნიერი ახალი წელი და ყოველივე საუკეთესო ვუსურვო. ადგილობრივი თვითმმართველობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი მუნიციპალიტეტში თანასწორი და ადაპიტრებული გარემოს შექმნაა, ჩვენ შშმ პირებისთვის არაერთი სოციალური პროგრამა გვაქვს შემუშავებული, რომლებიც ბენეფიციარების ინტერესებსზეა მორგებული, აღნიშნილი პროგრამების დახვეწას კი კვლავაც აქტიურად გავაგრძელებთ და შევეცდებით, მოწყვლადი კატეგორიის მოქალაქეებს მათთვის საჭირო სერვისები შევთავაზოთ“, - განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)