06:16 - 20 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-28 12:56:18, 1956 ნახვა

რეგიონი
ქარელში დევნილთა დასახლების მიმდებარე ტერიტორიაზე საბავშვო ბაღი აშენდა

ქარელში, დევნილთა დასახლების მიმდებარე ტერიტორიაზე, 60 აღსაზრდელზე გათვლილი,  საბავშვო ბაღი აშენდა. - ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდავის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად სრულად არის აღჭურვილი და ბავშვებისთვის  საუკეთესო გარემოა შექმნილი.

"დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა და შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა ვალერიან მჭედლიძემ შესრულებული სამუშაოები  მოინახულეს და ბავშვებს დამდეგი ახალი წელი მიულოცეს.  

პროექტი გერმანიისა და საქართველოს მთავრობების თანამშრომლობის შედეგად გამოყოფილი გრანტის ფარგლებში ხორციელდება და ქვეყნის მასშტაბით, დევნილთა დასახლებებში, 7  საბავშვო ბაღის მშენებლობასა და 3 სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების სრულ რეაბილიტაციას ითვალისწინებს. სამუშაოების დიდი ნაწილი უკვე დასრულებულია.

გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის  დაფინანსებულ პროექტს ლტოლვილთა დანიის საბჭო ახორციელებს." - ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics