19:47 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-26 12:24:40, 559 ნახვა

საზოგადოება
სამთო-სათხილამურო კურორტებზე მოთხილამურე პატრულებმა და შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლებმა მუშაობა დაიწყეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა - მოთხილამურე პატრულებმა ზამთრის კურორტებზე საზოგადოებრივი წესრიგისა და დამსვენებელთა უსაფრთხოებას დაცვის მიზნით მუშაობა დაიწყეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დამსვენებლების უსაფრთხოებაზე უწყების საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სამთო მაშველები და დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებიც იზრუნებენ.

მათივე ცნობით, მოთხილამურე პატრულებმა უკვე გაიარეს გადამზადების კურსი და 100-მდე თანამშრომელი გუდაურის, მესტიის (თეთნულდი, ჰაწვალი), და გოდერძის უღელტეხილის ზამთრის კურორტების სასრიალო ტრასებზე პატრულირებას განახორციელებენ.
მოთხილამურე პატრულები აღჭურვილები არიან ყველა საჭირო ტექნიკით, რათა დამსვენებლებს საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი დახმარება გაუწიონ.

ცნობისთვის, სამთხო-სათხილამურო კურორტებზე, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები 2016 წლიდან მუშაობენ და ამ წლების განმავლობაში ასეულობით ადამიანს გაუწიეს დახმარება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics