|
2021-12-25 13:15:02, 1915 ნახვა
რეგიონი
ბოლნისის მუნიციპალიტეტმა მოწყვლადი კატეგორიის 165 ოჯახს საახალწლო ნობათი გადასცა
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა, პირველ მოადგილე ბუბა გობეჯიშვილთან, ბოლნისის საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილე გიორგი მირიანაშვილთან და ბოლნისის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ხელმძღვანელ ბექა წაქაძესთან ერთად მოწყვლადი კატეგორიის 165 ოჯახს, რომელთა ყოველდღიურ უფასო კვებას ბოლნისის მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს, დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა და მათ წინასაახალწლო საჩუქრები გადასცა. საშობაო ნობათები „შინ მოვლის სერვისით“ მოსარგებლე მარტოხელა ხანდაზმულ ბენეფიციარებსაც გადაეცათ. აქციამ უკვე მიიღო ტრადიციული სახე და ის მომავალშიც გაგრძელდება. „წინასაახალწლოდ, ტრადიციულად ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია მოწყვლადი კატეგორიის ოჯახებს საახალწლო ნობათებს გადასცემს. წელს საახალწლო ნობათი 165-მა ოჯახმა მიიღო. ბოლნისის მუნიციპალიტეტი ყოველთვის დიდ ყურადღებას აქცევს სოციალურ პროგრამებს და ჩვენ ვცდილობთ მაქსიმალურად ვიზრუნოთ შეჭირვებულ ოჯახებსა და მოხუცებზე, პანდემიის პირობებში კი ვფიქრობ, რომ მსგავსი დახმარება ჩვენი მოქალაქეებისთვის ორმაგად მნიშვნელოვანია. მსურს, დამდეგი შობა-ახალი წელი თითოეულ ბოლნისელს მივულოცო და მათ ჯანმრთელობა და ბედნიერება ვუსურვო“, - განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)