20:51 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-23 11:02:55, 407 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს თავდაცვის მინისტრი აზერბაიჯანელ კოლეგას შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკაში იმყოფება. ბაქოში მან შეხვედრა გამართა აზერბაიჯანელ კოლეგასთან, გენერალ-პოლკოვნიკ ზაქირ ჰასანოვთან. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა გენერალ-პოლკოვნიკ ზაქირ ჰასანოვს მადლობა გადაუხადა ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისათვის. 

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე მინისტრებმა მიმოიხილეს რეგიონისა და მსოფლიო უსაფრთხოების საკითხები, ისაუბრეს საფრთხეებსა და გამოწვევებზე. მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს ორმხრივი და მრავალმხრივი საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებისა და განმტკიცების აუცილებლობა. კერძოდ, ორმხრივი ფორმატის განხილვისას, განსაკუთრებული ადგილი დაეთმო მრავალეროვნულ სამხედრო სწავლებებში აზერბაიჯანელი სამხედროების მონაწილეობას, ასევე, სამხედრო განათლების სფეროში თანამშრომლობას. აღინიშნა, რომ აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს სამმხრივი ერთობლივი წვრთნები და სწავლებები, ექსპერტთა დონის შეხვედრები კიდევ უფრო აახლოვებს ჩვენი ქვეყნის სამხედროებს და აძლიერებს ურთიერთთავსებადობას. 

მოგვიანებით, ჯუანშერ ბურჭულაძემ და გენერალ-პოლკოვნიკმა ზაქირ ჰასანოვმა ხელი მოაწერეს 2022 წლის ორმხრივი სამხედრო თანამშრომლობის გეგმას.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics