23:14 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-23 10:17:22, 856 ნახვა

მსოფლიო
ნატო-მ სწრაფი რეაგირების ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლება გამოაცხადა

ნატომ გაზარდა თავისი 40000 კაციანი სწრაფი რეაგირების ძალების საბრძოლო მზადყოფნა რუსეთ-უკრაინის საზღვარზე შექმნილი ვითარებისა და რუსული ჯარების უკრაინის ტერიტორიაზე შესაძლო შეჭრის გამო. ამის შესახებ die Welt ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მაღალჩინოსან დიპლომატზე დაყრდნობით იუწყება.
გაზეთის ცნობით, ნატოს მაღალი მზადყოფნის გაერთიანებული სამუშაო ჯგუფი ხუთი დღის განმავლობაში მზად უნდა იყოს კრიზისულ რეგიონში განლაგებისთვის. ადრე ეს მაჩვენებელი შვიდი დღე იყო. მზადყოფნაში მოიყვანეს სწრაფი რეაგირების ძალების სხვა დანაყოფებიც.

როგორც Welt-მა აღნიშნა, ნატოს ამით სურს გააძლიეროს თავდაცვითი შესაძლებლობები აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში: რუმინეთში, პოლონეთში, ლატვიაში, ლიტვაში და ესტონეთში.
ოფიციალურად ნატო არ ადასტურებს ინფორმაციას საბრძოლო მზადყოფნის გაზრდის შესახებ. „ნატოს მოკავშირეებმა ნათლად განაცხადეს, რომ რუსეთმა უნდა უზრუნველყოს გამჭვირვალობა, შეამციროს ესკალაციის და დაძაბულობის დონე. <...> ნებისმიერ შემდგომ აგრესიას ექნება ხარჯები და შედეგები“, - განაცხადა ალიანსის წარმომადგენელმა.

ოქტომბრის ბოლოდან მედია ავრცელებს ინფორმაციას უკრაინის საზღვარზე რუსული ჯარების დაგროვებისა და საომარი მოქმედებების შესაძლო დაწყების შესახებ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
ელენე ხოშტარიას უახლოეს დღეებში დამატებითი კვლევების ჩატარების მიზნით, სამოქალაქო სექტორის კლინიკა „ვივამედში" გადაიყვანენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics