|
2021-12-21 17:41:06, 923 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი – ბადრაგმა ჩემი ფანჯრის რაფიდან ძალით ჩამოყვანა სცადა, ველოდები პუტინოიდების მორიგ სარეჟიმო დასჯას
საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია აცხადებს, რომ გორის სამხედრო ჰოსპიტალში ექს–პრეზიდენტთან ვიზიტის დროს, პალატაში ინციდენტი მოხდა. როგორც გიული ალასანია აღნიშნავს, იმ დროს, როდესაც ჰოსპიტალთან დროშებით აქციაზე მიმავალმა ავტოკოლონამ ჩაიარა, მიხეილ სააკაშვილმა ფანჯრიდან დროშა გაყო, რის გამოც, ბადრაგმა მისი ფანჯრის რაფიდან ძალით ჩამოყვანა სცადა. გიული ალასანიამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვა წაიკითხა, სადაც ის მომხდარზე საუბრობს და არიშნავს, რომ ბადრაგები საოკუპაციო რეჟიმის მსახურები არიან. „დედაჩემის თვალსწინ ბადრაგმა სცადა ჩემი ფანჯრის რაფიდან, ძალით ჩამოყვანა, მხოლოდ იმიტომ, რომ ხალხს საკუთარი ხელით დახატული და თავის დროზე, ჩემი შემოღებული საქართველოს დროშა დავუქნიე. ვერ ჩამომიყვანეს ჩემი წინააღმდეგობის გამო, ეს ხალხი ჩემ თვალში არ ემახურება საქართველოს, საოკუპაციო რეჟიმის მსახურები არიან. აბა ქართველოს საქართველოს დროშის დანახვაზე ასეთი რეაქია არ უნდა ჰქონოდათ. ველოდები, პუტინოიდების მორიგ სარეჟიმო დასჯას, ძირს საოკუპაციო ხელისუფლება! გაუმარჯოს თავისუფალ საქართველოს“, – წერია ექს–პრეზიდენტის მიმართვაში.
იანვარში მომიტინგეების სიკვდილით დასჯის გამო ირანში ახალი საპროტესტო აქციები გაიმართა
10-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს დემონსტრანტს, რომელიც საკრებულოსთან დააკავეს
ზელენსკიმ ტრამპთან Patriot-ის რაკეტების წარმოება და დიპლომატიის დაჩქარება განიხილა
ჯო უილსონი - “ქართული ოცნება” სიტყვის თავისუფლებას “სიძულვილის ენის” შეჩერების საბაბით ანადგურებს, ამ პრორუსულ, პროირანულ, პროჩინურ რეჟიმს ამერიკა ეზიზღება
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)