13:33 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-21 12:05:21, 667 ნახვა

ეკონომიკა
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქართული ღვინო კრაკოვის საშობაო ფესტივალზე იყო წარმოდგენილი

ქართული ღვინის ერთ-ერთ უმსხვილეს ექსპორტიორ ქვეყანაში, პოლონეთში, ექსპორტის მზარდი მაჩვენებლის შესანარჩუნებლად, აქტიური მარკეტინგული კამპანია მიმდინარეობს. - ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, კრაკოვში გამართულ საშობაო ფესტივალზე სხვადასხვა დასახელების ქართული ღვინო ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორმა კომპანიამ „მალინოვა“  („Malinova spólka z ograniczoną odpowiedzialnością S.K“) წარადგინა. კომპანიის წარმომადგენლები, ღვინის დეგუსტაციასთან ერთად, ფესტივალის სტუმრებს ქართული ღვინის ისტორიასა და კულტურას აცნობდნენ.

„პოლონეთმა ქართული ღვინის ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულში სტაბილურად დაიმკვიდრა ადგილი. მიმდინარე წლის 11 თვის მონაცემებით, საქართველოდან პოლონეთში ექსპორტირებულია 6 მლნ-მდე  ბოთლი ღვინო, ზრდამ, გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით, 30%-ს აღწევს.

პოლონეთი ქართული ღვინის  ერთ-ერთ სტრატეგიულ ბაზარს წარმოადგენს, სადაც, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქართული ღვინის პოპულარიზაციის ღონისძიებები 2022 წელსაც გაგრძელდება.“ - ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ჰერჩინსკი - მსოფლიო გამოწვევებთან გამკლავებით, ევროპა მხოლოდ ძლიერდება, საქართველო მათ შორის არ არის
"თეგეტამ" Rainmaking-ისა და Startupbootcamp Georgia-ს ლიდერშიფსერიის პირველ ღონისძიებას უმასპინძლა
კახა კალაძე 4 ოქტომბრის საქმეზე მორიგ დაკავებაზე: შესაბამისი საგამოძიებო უწყებები მოწოდების სიმაღლეზე არიან, ყველამ უნდა აგოს პასუხი
კახა კალაძე ელისაშვილის განაჩენზე: როდესაც კანონს ცდები, ყოველთვის მოყვება შესაბამისი რეაგირება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics