04:25 - 29 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-15 10:38:21, 437 ნახვა

პოლიტიკა
ვიქტორ დოლიძე - პრემიერისა და ნატოს გენმდივნის შეხვედრა ძალიან დროულია, ვისაუბრებთ მომავალ თანამშრომლობაზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრის და ნატოს გენერალური მდივნის შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანი და დროულია, იქიდან გამომდინარე, რომ ნათელია, როგორია ფონი რუსეთის დესტრუქციულ ქმედებებთან და განცხადებებთან დაკავშირებით, განსაკუთრებით ნატოში, - ამის შესახებ ნატოში საქართველოს წარმომადგენელმა ვიქტორ დოლიძემ განაცხადა.

მისი შეფასებით, მთლიანად ალიანსის წევრები, გენერალური მდივნიდან დაწყებული, ოცდაათივე წევრი ქვეყნის ლიდერებით დამთავრებული, ერთმნიშვნელოვნად და ერთხმად უჭერენ მხარს იმას, რომ საქართველომ და უკრაინამ თავად უნდა გადაწყვიტონ, თუ რომელ ალიანსს შეუერთდებიან.

„არც ერთ მხარეს არ ექნება იმის საშუალება, რომ ვეტო დაადოს ამ გადაწყვეტილებას. ამავე დროს, საუბარი იქნება ჩვენს მომავალ თანამშრომლობასა და მის განვითარებაზე, რომელიც აისახება მადრიდის სამიტის მომზადებაში. ასევე, წინ გვაქვს თავდაცვისა და საგარეო მინისტერიალები. ახლა გავიარეთ რიგის მინისტერიალი ძალიან წარმატებით და შავი ზღვის უსაფრთხოების თემა ასევე მნიშვნელოვნად იქნება წამოწეული", - აღნიშნა ვიქტორ დოლიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იანვარში მომიტინგეების სიკვდილით დასჯის გამო ირანში ახალი საპროტესტო აქციები გაიმართა
10-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს დემონსტრანტს, რომელიც საკრებულოსთან დააკავეს
ზელენსკიმ ტრამპთან Patriot-ის რაკეტების წარმოება და დიპლომატიის დაჩქარება განიხილა
ჯო უილსონი - “ქართული ოცნება” სიტყვის თავისუფლებას “სიძულვილის ენის” შეჩერების საბაბით ანადგურებს, ამ პრორუსულ, პროირანულ, პროჩინურ რეჟიმს ამერიკა ეზიზღება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics