|
2021-12-14 18:28:37, 965 ნახვა
სამართალი
მამაკაცს, რომელმაც ოჯახის 5 წევრს დანით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა, სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა
ახალქალაქის მუნიციპალიტეტში მომხდარი 5 პირის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. "საქართველოს პროკურატურის მიერ წარდგენილი შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლომ ახალქალაქის მუნიციპალიტეტში მომხდარი 5 პირის, მათ შორის არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ 7 დეკემბერს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა სამსარში, ოჯახში ძალადობისთვის ნასამართლევმა ბრალდებულმა შურისძიების მოტივით, მეუღლეს მცირეწლოვანი შვილების თანდასწრებით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, ხოლო 11 დეკემბერს მოკვლის განზრახვით, დანით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა მეუღლის დედ-მამას, მეუღლის დას, მეუღლის ძმის ცოლს და ამ უკანასკნელის მცირეწლოვან შვილს, შემდეგ კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დროულად გაწეული სამედიცინო დახმარების შედეგად დაზარალებულთა სიცოცხლის გადარჩენა მოხერხდა. სამართალდამცველებმა ბრალდებული 11 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით (ოჯახის წევრის მიმართ ძალადობა, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, არაერთგზის), 111,19,109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით, მესამე ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობის მცდელობა, ჩადენილი ოჯახის ორი წევრის მიმართ, არაერთგზის), 19,109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობის მცდელობა, ჩადენილი სამი პირის მიმართ, მათ შორის დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-იდან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება."- წერია განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)