05:20 - 29 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-14 15:38:50, 643 ნახვა

პოლიტიკა
გრიგოლ ვაშაძე: სულელური სიტყვა - შერიგება, გეგონება ბავშვები თამაშობენ, ერთმანეთს დასცხეს და დედებმა უნდა შეარიგონ

კატეგორიულად არ მომწონს, სულელური სიტყვა – შერიგება. გეგონება, ქვიშის ორმოში ბავშვები თამაშობენ, ფორმები ვერ გაიყვეს, ერთმანეთს დასცხეს და ახლა დედებმა უნდა შეარიგონ.- ამის შესახებ გრიგოლ ვაშაძემ "ეროვნულ შერიგებასთან" დაკავშირებით განაცხადა.

მისივე  თქმით, ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა ხელისუფლებას აქვს.

"კატეგორიულად არ მომწონს, სულელური სიტყვა - შერიგება. გეგონება, ქვიშის ორმოში ბავშვები თამაშობენ, ფორმები ვერ გაიყვეს, ერთმანეთს დასცხეს და ახლა დედებმა უნდა შეარიგონ. რა შერიგება, რის შერიგება? - მარტივია, ჩვენ ცხოვრება უნდა დავიწყოთ კონსტიტუციისა და კანონმდებლობის შესაბამისად, წერტილი. თუ ცხოვრებას კონსტიტუციისა და კანონმდებლობის შესაბამისად დავიწყებთ, ყველაფერი გასაგები იქნება. ასე მთელი სახელმწიფო არ ცხოვრობს. ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა ზუსტად ხელისუფლებას აქვს. რა თქმა უნდა, ოპოზიციასაც. შარლ მიშელის დოკუმენტი აიღეთ და ნახავთ. ისეთი კარგია დამოუკიდებელ დეპუტატად ყოფნა, როცა პარტიული მესიჯბოქსი კისერზე აღარ გაწევს და შეგიძლია, სიმართლეზე სიმართლე ილაპარაკო." - განაცხადა დეპუტატმა გრიგოლ ვაშაძემ "საზოგადოებრივ მაუწყებელთან". 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იანვარში მომიტინგეების სიკვდილით დასჯის გამო ირანში ახალი საპროტესტო აქციები გაიმართა
10-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს დემონსტრანტს, რომელიც საკრებულოსთან დააკავეს
ზელენსკიმ ტრამპთან Patriot-ის რაკეტების წარმოება და დიპლომატიის დაჩქარება განიხილა
ჯო უილსონი - “ქართული ოცნება” სიტყვის თავისუფლებას “სიძულვილის ენის” შეჩერების საბაბით ანადგურებს, ამ პრორუსულ, პროირანულ, პროჩინურ რეჟიმს ამერიკა ეზიზღება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics