05:21 - 29 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-14 15:05:19, 594 ნახვა

პოლიტიკა
კელი დეგნანი – საოკუპაციო ხაზთან ადამიანების დაკავება მიუღებელია, იმედია, რუსეთი შეასრულებს 2008 წელს აღებულ ვალდებულებებს

ჩვენ ყოველთვის შეშფოთებულები ვართ, როცა ადამიანებს აკავებენ ან ავიწროებენ საოკუპაციო ხაზთან. ეს მიუღებელია, წნეხია, – ამის შესახებ საქართველოში აშშ–ის ელჩმა, კელი დეგნანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

საქართველოში აშშ–ის ელჩის თქმით, რუსეთმა უნდა შეასრულოს 2008 წელს აღებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, რაც ძალიან მარტივი ნაბიჯია. 

"ჩვენ ყოველთვის შეშფოთებულები ვართ, როცა ადამიანებს აკავებენ ან ავიწროებენ საოკუპაციო ხაზთან. ეს მიუღებელია, წნეხია. ეს უნდა შეჩერდეს და აუცილებლად შეჩერდება, როგორც კი რუსეთი შეასრულებს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აღებულ ვალდებულებას, დააბრუნოს ჯარები 2008 წლამდე არსებულ დისლოკაციის ადგილებზე. ეს ძალიან მარტივი ნაბიჯია, რომელიც რუსეთმა უნდა გადადგას. ეს არის ის, რასაც ყველა ელოდება, რათა დასრულდეს საქართველოს მოქალაქეების განგრძობადი შევიწროება და ხელი შეუწყოს დისკუსიებისთვის ატმოსფეროს გაჯანსაღებას. იმედი ვიქონიოთ, რომ რუსეთი შეასრულებს 2008 წელს აღებულ ვალდებულებებს". - თქვა აშშ-ის ელჩმა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იანვარში მომიტინგეების სიკვდილით დასჯის გამო ირანში ახალი საპროტესტო აქციები გაიმართა
10-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს დემონსტრანტს, რომელიც საკრებულოსთან დააკავეს
ზელენსკიმ ტრამპთან Patriot-ის რაკეტების წარმოება და დიპლომატიის დაჩქარება განიხილა
ჯო უილსონი - “ქართული ოცნება” სიტყვის თავისუფლებას “სიძულვილის ენის” შეჩერების საბაბით ანადგურებს, ამ პრორუსულ, პროირანულ, პროჩინურ რეჟიმს ამერიკა ეზიზღება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics