|
2021-12-13 12:06:32, 1176 ნახვა
რეგიონი
„ბოლნისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის“ მობილურმა ამცრელმა ბრიგადამ სოფელ ბოლნისის მოსახლეობა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრა
„ბოლნისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის“ მობილურმა ამცრელმა ბრიგადამ სოფელ ბოლნისის მოსახლეობა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრა. - ამის შესახებ ინფორმაციას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. უწყების ცნობით, ბოლნისის მუნიციპალიტეტში იმუნიზაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. „ბოლნისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის“ ბაზაზე შექმნილმა მობილურმა ამცრელმა ბრიგადამ მასობრივი ვაქცინაცია ამჯერად სოფელ ბოლნისში განახორციელა. მათივე ინფორმაციით, მობილურმა ამცრელმა ბრიგადამ კორონავირუსის საწინააღმდეგო „სინოვაკისა“ და „სინოფარმის“ ვაქცინა 30-მდე ადამიანს გაუკეთა. "ამ ეტაპზე ბოლნისის მუნიციპალიტეტში სამი მობილური ამცრელი ბრიგადა მუშაობს. ჯგუფები იმუნიზაციისა და პირველადი სამედიცინო დახმარებისთვის საჭირო ყველა ხელსაწყოთი არიან აღჭურვილები. აღსანიშნავია, რომ მობილური ბრიგადების გარდა, ბოლნისის მუნიციპალიტეტში, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მიღება ბოლნისის ცენტრალურ კლინიკაში, შპს „ტრიომედში“, დაბა კაზრეთის პოლიკინიკასა და სოფელ ქვეშის საექიმო ამბულატორიაშია შესაძლებელი." - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)