|
2021-12-12 11:09:52, 1254 ნახვა
მსოფლიო
ბაიდენმა ხელი მოაწერა ფედერალურ კატასტროფის საგანგებო დეკლარაციას
აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ მთავრობა ყველაფერს გააკეთებს რათა დაეხმაროს ქვეყნის ცენტრალურ შტატებს, რომლებიც ტორნადოს შედეგად დაზარალდნენ. CNN-ის ცნობით, ტორნადოს შედეგების ლიკვიდაციისთვის ბაიდენმა ხელი მოაწერა ფედერალურ კატასტროფის საგანგებო დეკლარაციას, რომელიც აფინანსებს კენტუკის, ყველაზე მეტად დაზარალებულ შტატს. მისი თქმით, ეს ქარიშხალი აშშ-ს ისტორიაში ყველაზე უარესია. აშშ-ში, კენტუკის შტატში, ტორნადოს შედეგად 100-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა. „ეს იყო ყველაზე დამანგრეველი ტორნადოები ჩვენი სახელმწიფოს ისტორიაში... განადგურების დონე არ ჰგავს იმას, რაც კი ოდესმე მინახავს“, -განაცხადა შტატის გუბერნატორმა ენდი ბეშერამ. ტორნადომ კენტუკიში ყველაზე მეტად, ქალაქი მეინფილდი დააზარალა. სხვათა შორის, იქ ქარმა სანთლების ქარხნის სახურავი ჩამოაგდო, რომელშიც 110-მდე ადამიანი იმყოფებოდა.
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
ელენე ხოშტარიას უახლოეს დღეებში დამატებითი კვლევების ჩატარების მიზნით, სამოქალაქო სექტორის კლინიკა „ვივამედში" გადაიყვანენ
ტოკაევმა კობახიძე ყაზახეთის რესპუბლიკის პირველი ხარისხის „მეგობრობის" საპატიო ორდენით დააჯილდოვა
ორბანის გადადგომის შემდეგ უნგრეთმა რუსეთის მოქალაქეებზე ვიზების გაცემა შეაჩერა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)