|
2021-12-09 16:06:42, 1029 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ბანკმა“ ADB-სა და JICA-სგან 200 მლნ. დოლარის ინვესტიცია მოიზიდა
საქართველოს ბანკმა აზიის განვითარების ბანკისა (ADB) და იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოსგან (JICA) 200 მლნ. აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია მოიზიდა. ხუთ წლიანი ხელშეკრულების ფარგლებში მოზიდული რესურსი მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის შესაძლებლობას იძლევა. მათ შორის, მიზნად ისახავს ქალების ხელმძღვანელობის ქვეშ ოპერირებადი საწარმოების ფინანსურ რესურსებზე წვდომის მხარდაჭერასა და პანდემიასთან დაკავშირებული ეკონომიკური გამოწვევების დაძლევას. რესურსის ნაწილი ასევე ხელმისაწვდომი იქნება ადგილობრივ ვალუტაში, და შესაძლებელს გახდის საკმაოდ მოთხოვნადი გრძელვადიანი ადგილობრივი ვალუტით დაფინანსებაზე წვდომის გაზრდას. გარდა ამისა, ADB-ის მიერ გამოყოფილი ტექნიკური მხარდაჭერის რესურსი მიმართული იქნება ქალების ხელმძღვანელობის ქვეშ არსებული მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესების ზრდის მხარდასაჭერად, და მოხმარდება გენდერულ თანასწორობასა და ქალთა გაძლიერებას. „მოხარული ვართ, რომ ADB-ისა და JICA-სთან წარმატებული პარტნიორობით, გვეძლევა შესაძლებლობა გავაგრძელოთ საქართველოში მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის გრძელვადიანი დაფინანსება. ეს ჩვენი პირველი თანამშრომლობაა JICA-სთან და სასიხარულოა ის ფაქტი, რომ ვართ პირველი პარტნიორები საქართველოდან, მათი კერძო სექტორის ინვესტიციებისა და ფინანსირების (PSIF) სქემის ფარგლებში, 2012 წელს მისი ხელახალი ამოქმედების შემდეგ. მინდა მადლობა გადავუხადო ADB-ის და JICA-ს და ვიმედოვნებ, მომავალში კიდევ უფრო გავაძლიერებთ თანამშრომლობას“, - განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ ფინანსების მიმართულებით, სულხან გვალიამ. „ADB ყოველთვის ცდილობს ითანამშრომლოს წამყვან პარტნიორებთან, რომელთა მიზნებიც ემთხვევა ADB-ის მიზნებს. ამ შემთხვევაში, ორივე მხარე იზიარებს მეტი ფინანსური ინკლუზიის მიღწევის, გენდერული თანასწორობის, სამუშაო ადგილების შექმნისა და ხელმისაწვდომ ფინანსურ სერვისებზე წვდომის მიზნებს. ეს პროექტიც სწორედ აღნიშნული ხელშეწყობების განხორციელებას ემსახურება“, - განაცხადა ADB-ის კერძო სექტორის ოპერაციებისა და საჯარო-კერძო პარტნიორობის ვიცე-პრეზიდენტმა, აშოკ ლავასამ. „მოზიდული რესურსი ხელს შეუწყობს მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესების მდგრად ეკონომიკურ ზრდას და ქალთა სოციალურ წარმატებას საქართველოში, ფინანსურ სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებით“, - განაცხადა JICA-ს კერძო სექტორის პარტნიორობისა და ფინანსური დეპარტამენტის გენერალურმა დირექტორმა, შოჰეი ჰარამ.
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
საია: ევროპის საბჭოს კომისარი შეუერთდა საქართველოს „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის საქმეს
ჰერჩინსკი - მსოფლიო გამოწვევებთან გამკლავებით, ევროპა მხოლოდ ძლიერდება, საქართველო მათ შორის არ არის
"თეგეტამ" Rainmaking-ისა და Startupbootcamp Georgia-ს ლიდერშიფსერიის პირველ ღონისძიებას უმასპინძლა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთისთვის „შორი მოქმედების სარდლობის“ შექმნის შესახებ განაცხადა
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)