20:50 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-08 14:30:20, 979 ნახვა

მსოფლიო
გერმანიის კანცლერი „სოციალ-დემოკრატების“ ლიდერი ოლაფ შოლცი გახდა

გერმანიის პარლამენტმა კანცლერად "სოციალ-დემოკრატების" ლიდერი ოლაფ შოლცი აირჩია.

შოლცმა კანცლერის თანამდებობა მას შემდეგ მიიღო, რაც გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა 16 წლიანი მმართველობის შემდეგ პოსტი დატოვა.

ფარულ კენჭისყრაში მონაწილეობა 707-მა დეპუტატმა მიიღო და ოლაფ შოლცს მხარი 395-მა დაუჭირა.

„დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, შოლცის ეგრეთ წოდებული „შუქნიშნების კოალიციის“ ყველა წევრმა მხარი არ დაუჭირა, რადგან ასე რომ ყოფილიყო, ახალი კანცლერი 416 ხმას მიიღებდა.

ხმის მიცემის შემდეგ, შოლცი საპრეზიდენტო სასახლეში გაემართა, სადაც გერმანიის პრეზიდენტმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა მას დანიშვნის ოფიციალური დოკუმენტი გადასცა.

ცნობისთვის, "სოციალ-დემოკრატებმა" სექტემბრის არჩევნებში ყველაზე დიდ პოლიტიკური მხარდაჭერა მოიპოვა. მას შემდეგ, პარტიამ კოალიციური შეთანხმება "მწვანეებთან" და "თავისუფალ დემოკრატებთან გააფორმა".





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ელენე ხოშტარიას უახლოეს დღეებში დამატებითი კვლევების ჩატარების მიზნით, სამოქალაქო სექტორის კლინიკა „ვივამედში" გადაიყვანენ
ტოკაევმა კობახიძე ყაზახეთის რესპუბლიკის პირველი ხარისხის „მეგობრობის" საპატიო ორდენით დააჯილდოვა
ორბანის გადადგომის შემდეგ უნგრეთმა რუსეთის მოქალაქეებზე ვიზების გაცემა შეაჩერა
საია: ხოშტარია პოლიტპატიმარია, მისთვის ადეკვატური მკურნალობა უნდა იყოს უზრუნველყოფილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics