|
2021-12-07 16:01:59, 1124 ნახვა
რეგიონი
აჭარაში 27 ბარმენი ბარისტას მიმართულებით გადამზადდა
აჭარაში ყავისა და ჩაის მომზადების ტექნოლოგიის მიმართულებით ბარმენები გადამზადნენ. ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს. მათივე ცნობით, თეორიულ-პრაქტიკული ტრენინგისას ისინი ყავის მოხალვისა და დაფქვევის ტექნოლოგიას, პროფესიონალური ყავის მანქანებსა და მათ ექსპლუატაციას, ექსპრესოს, კაპუჩინოსა და ლატეს მომზადების საერთაშორისო წესებს, ასევე რძის მომზადების ტექნიკას, ალკოჰოლიანი ყავის სახეობასა და მომზადების წესს, ყავის სახეობებსა და ჯიშებს გაეცნენ. უწყების ცნობით, ტრენინგის დასასრულს მონაწილეებმა თავად მოამზადეს სხვადასხვა სახის ყავა და ლატე არტის (კაპუჩინოს ზედაპირზე ხატვა) ტექნოლოგიას დაეუფლნენ. ტრენინგები, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით, რეგიონში ყავისა და ჩაის მომზადების საერთაშორისო ნორმების, სტანდარტებისა დანერგვის მიზნით ჩატარდა. მას რეგიონში მოქმედი კვებისა და განთავსების ობიექტების 27 ბარმენი ესწრებოდა. „ჩვენი ტრენინგების მიზანია მივცეთ ადგილობრივ ბარმენებს საშუალება გაიუმჯობესონ ის უნარ-ჩვევები, რაც გემრიელი, მაღალი ხარისხის ყავისა და ჩაის მოსამზადებლადაა საჭირო. სატრენინგო პროგრამაში პროფესიონალებია ჩართული, რაც რეგიონში პროფესიონალური ყავისა და ჩაის მომზადების ტექნოლოგიის დანერგვას, ასევე ამ მიმართულებით ხარისხის ამაღლებას შეუწყობს ხელს. ჩვენ მსგავსი ტიპის ტრენინგებს პირველად ვანხორციელებთ, თუმცა უკვე გამოიკვეთა საკითხები, რომლებზეც სამომავლოდაც ვგეგმავთ სატრენინგო პროგრამების შემუშავებას,“ განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თინათინ ზოიძემ.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)