|
2021-12-06 17:00:34, 1214 ნახვა
რეგიონი
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიაში, ყოფილი კინოკლუბის შენობის აღდგენის კონცეფციის საჯარო განხილვა გაიმართა
გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების, GIZ-ის პროგრამის „კარგი მმართველობა ადგილობრივი განვითარებისთვის" ფარგლებში, მერიის საკონფერენციო დარბაზში, ბოლნისის კულტურისა და დასვენების პარკში მდებარე ყოფილი კინოკლუბის ამორტიზირებული შენობის დემონტაჟისა და შემდგომ მისი აღდგენის კოცეფციის საჯარო განხილვა მოეწყო. უწყების ცნობით,ვკონცეფცია მერიის მიერ დაქირავებულმა კონსულტანტებმა შეიმუშავეს. აღნიშნული დოკუმენტის მიზანს წარმოადგენს განსაზღვროს ყოფილი კინოკლუბის შენობის მომავალი დანიშნულება და მისი არქიტექტურული იერსახე. შეხვედრას ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, ახალგაზრდები და მოქალაქეები ესწრებოდნენ. „ბოლნისის კულტურისა და დასვენების პარკში მდებარე ყოფილი კინოკლუბის ამორტიზირებული შენობა სამომავლოდ ახალ სიცოცხლეს დაიბრუნებს. ამ მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებაში გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება გვეხმარება, რისთვისაც ორგანიზაციას დიდ მადლობას ვუხდი. შენობის არქიტექტურული იერსახისა და მისი მომავალი ფუნქციის შესახებ კონცეფცია დარგის სპეციალისტებმა შეიმუშავეს და ის საზოგადოებასა და დაინტერესებულ მხარეებს წარუდგინეს. აღსანიშნავია, რომ GIZ-ის პროგრამის დახმარებით, სოფელ ჯავშანიანში არსებული ყოფილი სკოლის დემონტაჟიც მოხდება და შენობა აღდგენის შემდეგ, სოფლისთვის საჭირო ფუნქციას შეიძენს“, - განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)