|
2021-12-06 15:21:38, 915 ნახვა
რეგიონი
აჭარაში, კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაციის საინფორმაციო შეხვედრები მსხვილ ორგანიზაციებსა და დაწესებულებებშიც მიმდინარეობსს
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია და საინფორმაციო შეხვედრები, აჭარის სოფლების გარდა, აქტიურად მიმდინარეობს მსხვილ ორგანიზაცია/დაწესებულებებში. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. "დღეს, ვაქცინაციის პროცესი და საინფორმაციო შეხვედრა შპს ბათუმის ავტოტრანსპორტში გაიმართა. COVID-19-ის იმუნიზაციის აუცილებლობისა და უპირატესობის შესახებ, ორგანიზაციის თანამშრომლებს ესაუბრნენ აჭარის ა.რ. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, მარი ზანაქიძე და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის აჭარის სამმართველოს ხელმძღვანელი, ნინო გუგუშვილი. შეხვედრა ინტერაქტიულ ფორმატში წარიმართა, შეხვედრის მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხები ამომწურავად მიეღოთ, შეხვედრის დასასრულს კი ვაქცინაცია ადგილზე ჩაეტარებინათ", - ვკითხულობთ ინფორმაციაში. „ბოლო დღეების განმავლობაში, აჭარაში ვაქცინაციის ტემპი საკმაოდ გაიზარდა, თუმცა ეს არ არის საკმარისი სასურველი შედეგის მისაღწევად. რეგიონში აქტიურად მიმდინარეობს საინფორმაციო კამპანია როგორც სოფლად, ასევე ქალაქში, სხვადასხვა მსხვილ საწარმოში. დღეს, ბათუმის ავტოტრანსპორტში ვაქცინაციის შესახებ ჩავატარეთ საინფორმაციო შეხვედრა მიზნობრივ ჯგუფებთან, რომლებიც ჯერ კიედევ არ გახლავთ აცრილები. პარალელურად ჩატარდა ვაქცინაცია პროტოკოლის სრული დაცვით“, - განაცხადა მინისტრის მოადგილე, მარი ზანაქიძემ. ცნობისთვის, ამჟამად, აჭარაში ჩატარებული 248 741 დოზა ვაქცინა. I დოზით აცრილია მოსახლეობის - 38.2 %, 18 წელს ზემოთ ასაკის - 50.1 %. II დოზით ვაქცინირებულია მოსახლეობის - 31.6 %, 18 წელს ზემოთ ასაკის - 41.4 %.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)