|
2021-12-03 22:32:14, 1149 ნახვა
რეგიონი
ომარ ტაკიძე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დღის ცენტრს ეწვია და ბენეფიციარებს ტკბილეული მიართვა
3 დეკემბერს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება. თარიღთან დაკავშირებით, შუახევის მუნიციპალიტეტის მერი ომარ ტაკიძე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დღის ცენტრს ეწვია და ბენეფიციარებს ტკბილეული მიართვა. მუნიციპალიტეტის მერია, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით რამდენიმე პროგრამას ახორციელებს. უწყების ინფორმაციით, შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვები სარგებლობენ აბილიტაცია-რეაბილიტაციის კურსზე მგზავრობის ხელშეწყობის მიზნობრივი პროგრამით. უზრუნველყოფილი არიან მედიკამენტების ვაუჩერით. მძიმე ფსიქიკური აშლილობის მქონე პირები სარგებლობენ თემზე დაფუძნებული მობილური გუნდის მომსახურებით. მოქმედებს, 18 წლამდე ასაკის ბავშვებზე სპეციფიკური სამკურნალო კვების პროდუქტების შეძენისთვის ფინანსური დახმარების მიზნობრივი პროგრამა და მოვლის საჭიროების მქონე შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის პირებისთვის ჰიგიენური საშუალებებით უზრუნველყოფის პროგრამა. აღნიშნული პროგრამების დაფინანსება მომავალ წელსაც გაგრძელდება. ომარ ტაკიძის განცხადებით, ადგილობრივი თვითმმართველობა შესაძლებლობის ფარგლებში ყველაფერი გააკეთებს, იმისათვის, რომ მუნიციპალიტეტში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები სრულფასოვნად იყვნენ ჩართული საზოგადოებრივ საქმიანობაში, მათ შეძლონ ინდივიდუალური განვითარება და შემოქმედებითი შესაძლებლობების რეალიზება.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)