21:38 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-26 13:06:48, 836 ნახვა

სამართალი
კახეთში სამი უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა კახეთში სამი უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს.

უწყების ცნობით, ლენტური ტიპის სახერხი დანადგარები გამოვლენილია ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ აფენში, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ შახვეტილას მიმდებარედ და ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში.

„მოქალაქეებს უკანონო სახერხი საამქროები საკალმახისა და საკარმიდამო ეზოებში ჰქონდათ მოწყობილი.

ლაგოდეხში, სამართალდამრღვევს, სახერხი საამქროს ტერიტორიაზე 8 ერთეული ალვისა და 2 ერთეული ჭალის მუხის სახეობის მრგვალი მორი, ასევე 0,1 კუბური მეტრი ალვის სახეობის პირველადი გადამუშავების პროდუქტიც (ფიცარი) ჰქონდა განთავსებული.

ყვარელში კი, უკანონო სახერხი საამქროს ტერიტორიაზე გამოვლენილია: 1 ერთეული ალვის სახეობის მორი, 3 ერთეული სხვადასხვა სახეობის ხე-ტყე (კოტრი), 1,43 კუბური მეტრი წიფლის სახეობისა და 0,6 კუბური მეტრი მუხის სახეობის პირველადი გადამუშავების პროდუქტი (ფიცარი).“ - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვინაიდან ფაქტები შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
ცხინვალის „ლიდერის“ მოვალეობის შემსრულებლად რუსეთის მოქალაქე მარატ კამბოლოვი დაინიშნა
სახალხო დამცველმა ისაუბრა დაკავებულების გაშიშვლების, მათ შორის არასრულწლოვანთა ცემის, გაუპატიურების მუქარაზე პოლიციის მხრიდან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics