13:31 - 29 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-26 10:31:48, 826 ნახვა

პოლიტიკა
ბათუმის უმაღლეს საბჭოსთან, სადაც ბიუჯეტის დამტკიცებას გეგმავენ არჩილ ჩიქოვანსა და „ნაცმოძრაობის” წევრებს შორის სიტყვიერი დაპირისპირებაა

ბათუმის უმაღლესი საბჭოს შენობასთან, სადაც დღეს 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცებას გეგმავენ, დიდი რაოდენობით სამართალდამცველია მობილიზებული.

ადგილზე ერთმანეთს ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.

ოპოზიციის წარმომადგენლების განმარტავენ რომ, დღეს "ქართული ოცნება" ვადაგასულ საკრებულოს მომავალი წლის ბიუჯეტს ამტკიცებინებს, რაც მათივე თქმით, არალეგიტიმურია.

"ჩვენ ვაპირებთ გამოვიყენოთ ყველა ლეგიტიმური ძალა, რომ ეს უსამართლობა და უკანონობა, რომელიც არის ბათუმელი ამომრჩევლის პირდაპირ შეურაცხყოფა, არ გავატანინოთ ვადაგასულ საკრებულოს. ჩვენი პროტესტი იქნება მწვავე, მაგრამ ეს არ იქნება ძალადობრივი", - ამბობს ენმ-ს წევრი "ფორმულასთან".

თავის მხრივ, ბათუმის მერმა არჩილ ჩიქოვანმა განაცხადა, რომ ბათუმის საკრებულო კანონის ფარგლებში, რეგლამენტის დაცვით მოქმედებს.

შეგახსენებთ, რომ საკრებულოების ახალი შემადგენლობის უფლებამოსილება ჯერჯერობით ცნობილი არ არის, რის გამოც საქმიანობას საკრებულოების აქამდე არსებული შემადგენლობა განაგრძობს. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საგარეო მიესალმება ნაურუს მიერ ოკუპირებულ ცხინვალთან და აფხაზეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმებას
კუპრაძე - არაბული ინვესტიციები, რეალურად, არ არსებობს
ლელოს წევრი: რუხაძის გადადგომა იმაზე მეტყველებს, რომ ოცნება კორუფციაშია ჩაფლული
ეროვნულმა შეფასების ცენტრმა ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველი შედეგები გამოაქვეყნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics