13:32 - 29 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-25 16:31:17, 739 ნახვა

პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი - სუს-ის წარმომადგენლები მედპერსონალს ჩხრეკენ, რათა მათი მეშვეობით არ გადავცე საზოგადოებას გზავნილები

სუსის წარმომადგენლებმა დაიწყეს აქ მყოფი სამედიცინო პერსონალის ნამდვილი ტერორი, რათა მე მათი მეშვეობით არ გადავცე საზოგადოებას გზავნილები. - ამის შესახებ განცხადება სოციალურ ქსელში საქართველოს მესამე პრეზიდენტის "ფეისბუქ" გვერდზე გავრცელდა.

მისი თქმით, სუსის თანამსრომელები ექიმებს საგანგებოდ ჩხრეკენ  და მუქარანარევ გასაუბრებებს უტარებენ.

"უკვე 1 კვირაა ჩემთან არ უშვებენ ნაციონალური მოძრაობის და სხვა პარტიებიდან პარლამენტის წევრებს. ბოლო დღეებში სუსის ჩემს პალატასთან მდგომმა წარმომადგენლებმა დაიწყეს აქ მყოფი სამედიცინო პერსონალის ნამდვილი ტერორი. საგანგებოდ ჩხრეკენ მათ და მუქარანარევ გასაუბრებებს უტარებენ, რათა მე მათი მეშვეობით არ გადავცე ჩვენს საზოგადოებას გზავნილები. თუ ხვალიდან დეპუტატების შემოსვლას არ დაუშვებენ, მე უარს ვაცხადებ მკურნალობის კურსზე და მივიღებ მხოლოდ იმ მედიკამენტებს, რომლებიც ტყვედ ჩავარდნამდე მქონდა გამოწერილი." -  ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის განცხადებაში.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი 1-ელ ოქტომბერს დააკავეს, 50 დღიანი შიმშილობის შემდეგ კი იუსტიციის მინისტრის გადაწყვეტილების ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საგარეო მიესალმება ნაურუს მიერ ოკუპირებულ ცხინვალთან და აფხაზეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმებას
კუპრაძე - არაბული ინვესტიციები, რეალურად, არ არსებობს
ლელოს წევრი: რუხაძის გადადგომა იმაზე მეტყველებს, რომ ოცნება კორუფციაშია ჩაფლული
ეროვნულმა შეფასების ცენტრმა ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველი შედეგები გამოაქვეყნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics