13:30 - 29 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-24 21:56:26, 880 ნახვა

პოლიტიკა
გვარამია - სააკაშვილმა მთხოვა, განმარტება, რომ მისი ვაჟი არის სრულწლოვანი და თავისი აღქმები აქვს

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, ნიკა გვარამიას განცხადებით, ექსპრეზიდენტს ოპოზიციასთან დაკავშირებით შვილის, ედუარდ სააკაშვილისგან განსხვავებული მოსაზრება აქვს.

"საუბარი იყო, მისი ვაჟის მხრიდან, რომ ვიღაცებს სურთ, მამის სიკვდილი და ეს ურჩევნიათ შეიძლება. მიშამ მთხოვა, რომ განმარტება მიმეცა, რომ მისი ვაჟი არის სრულწლოვანი ადამიანი, მას თავისი აღქმები აქვს, პოზიციები აქვს და იგი აფიქსირებს, ცხადია, მამასთან შეთანხმების გარეშე ამ ყველაფერს.

თვითონ არ მიიჩნევს და ვერ ხედავს ადამიანებს, რომლებიც მისი სიკვდილის ფასად რაიმე სიკეთის მიღწევას უშვებდეს და აქ ჩამოუყვანეს, იმიტომ, რომ მომკვდარიყო და რაღაცა ზიანი მიეყენებინათ ხელისუფლებისთვის. ეს მისი პოზიცია არ არის, თუმცა ცხადია შვილს ის არ ემიჯნება, პირიქით, ის ამბობს — მიხარია, რომ ინტერვიუ მისცა. მიხარია, რომ საკუთარი აზრები გადმოსცა. ეს ის ნაწილია, სადაც მე ასე არ ვხედავ", — თქვა გვარამიამ გორის ჰოსპიტლის დატოვების შემდეგ.

რადიო თავისუფლებამ გუშინ ედუარდ სააკაშვილის ინტერვიუ გამოქავეყნა, სადაც ის შემაშფოთებელს უწოდებს ოპოზიციის მიერ სააკაშვილის შესაძლო გარდაცვალებაზე საუბარს. მისი თქმით, ვიღაცებში გამოიკვეთა ტენდენცია, რომ შეიძლება მართლა ურჩევნიათ სააკაშვილი "მკვდარი, ვიდრე ცოცხალი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საგარეო მიესალმება ნაურუს მიერ ოკუპირებულ ცხინვალთან და აფხაზეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმებას
კუპრაძე - არაბული ინვესტიციები, რეალურად, არ არსებობს
ლელოს წევრი: რუხაძის გადადგომა იმაზე მეტყველებს, რომ ოცნება კორუფციაშია ჩაფლული
ეროვნულმა შეფასების ცენტრმა ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველი შედეგები გამოაქვეყნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics