15:16 - 29 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-22 18:15:46, 783 ნახვა

პოლიტიკა
ენტონი ბლინკენი - აშშ ძალიან აფასებს სტრატეგიულ პარტნიორობას საქართველოსთან

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი, საქართველოს ვიცე-პრემიერს, საგარეო საქმეთა მინისტრს, დავით ზალკალიანს ავღანეთის სამშვიდობო მისიებში საქართველოს მიერ შეტანილი წვლილისთვის მადლობას უხდის და შესაბამის წერილს უგზავნის.

„შეერთებული შტატების სახელით მადლობას გიხდით საქართველოს მიერ ავღანეთში ქართული საჯარისო ფორმირებების განლაგებით, ნატოს ტერორიზმთან ბრძოლისა და რეგიონული უსაფრთხოების ხელშეწყობის პროცესში შეტანილი წვლილისთვის. 2015-2021 წლებში საქართველო გახლდათ „მტკიცე მხარდაჭერის მისიის“ და „საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის ძალების“ მისიების ერთ-ერთი მთავარი სამხედრო კონტრიბუტორი,“ - ნათქვამია წერლიში.

ამასთან, სახელმწიფო მდივანი მადლიერებას გამოხატავს ავღანეთიდან 2500-ზე მეტი პირის ევაკუაციის პროცესში საქართველოს მნიშვნელოვანი როლისთვის.

„გიერთდებით თქვენ და ქართველ ხალხს და პატივს მივაგებ იმ 32 ქართველს, რომელთაც თავი გასწირეს და 300-ზე მეტ იმ ადამიანს, რომელნიც დაიჭრნენ ჩვენი საერთო ღირებულებების დაცვის დროს. აშშ ძალიან აფასებს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას საქართველოსთან და საქართველოს ლიდერობას გლობალური და რეგიონული გამოწვევების გადაწყვეტის კონტექსტში. ჩვენ ველით ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის გაგრძელებას ჩვენი საერთო ინტერესების გაძლიერებისთვის“, - წერს ენტონი ბლინკენი წერილში, რომელსაც საქართველოს საგარეო უწყება ავრცელებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძემ თინათინ რუხაძის და მისი მოადგილის გათავისუფლების შესახებ ბრძანება გამოსცა
სუს-მა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო გასაღების ფაქტზე უცხო ქვეყნის მსხვილი კრიმინალური დაჯგუფების სამი წევრი დააკა
საგარეო მიესალმება ნაურუს მიერ ოკუპირებულ ცხინვალთან და აფხაზეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმებას
კუპრაძე - არაბული ინვესტიციები, რეალურად, არ არსებობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics