17:12 - 29 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-18 21:33:52, 678 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი გრიგოლია - ეკატერინე ტიკარაძე დაეთანხმა ყველა არგუმენტს, რომ ამ დაწესებულებაში მძიმე პაციენტის მკურნალობა არ არის მიზანშეწონილი

ეკატერინე ტიკარაძის პოზიცია არის ისეთივე პოზიცია, როგორც ნებისმიერი ექიმის. ამ შემთხვევაში ის იქცეოდა, როგორც ექიმი და არა როგორც პოლიტიკური მოღვაწე და ის დაეთანხმა ყველა არგუმენტს, რომ იმ დაწესებულებაში ასეთი მძიმე ავადმყოფის მკურნალობა არ არის მიზანშეწონილი -ამის შესახებ, სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ექიმების ექსპერტთა ჯგუფის წევრმა, რეანიმატოლოგმა გიორგი გრიგოლია ჯანდაცვის მინისტრთან, ეკატერინე ტიკარაძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით,,ჯანდაცვის სამინისტროს საბოლოოდ სურდა ჩამოყალიბებულიყო თუ რამდენად შეიძლება გლდანის მე-18 დაწესებულებაშ, სრუფლასოვანი სამედიცინო დახმარების გაწევა. 

"ჯანდაცვის სამინისტროს საბოლოოდ ჩამოყალიბება უნდოდა, თუ რამდენად შესაძლებელია იმ დაწესებულებაში, სადაც იმყოფება მიხეილ სააკაშვილი, სრულფასოვანი მკურნალობის გაწევა. გადაწყვეტილებას სააკაშვილის გადაყვანა-გადმოყვანის თაობაზე, რა თქმა უნდა, ჯანდაცვის სამინისტრო არ იღებს, მაგრამ კარგი ის იყო, რომ ორთავე ჯგუფმა შეძლო არგუმენტი მოეყვანა და დაერწმუნებინა, ჩემი აზრი, ყოველ შემთხვევაში, ასეთია, რომ ჯანდაცვის სამინისტროც იმუშავებს იმაზე, რომ მოხდეს ალბათ სააკაშვილის გადაყვანა. 

ეკატერინე ტიკარაძის პოზიცია არის ისეთივე პოზიცია, როგორც ნებისმიერი ექიმის. ამ შემთხვევაში ის იქცეოდა, როგორც ექიმი და არა როგორც პოლიტიკური მოღვაწე და ის დაეთანხმა ყველა არგუმენტს, რომ იმ დაწესებულებაში ასეთი მძიმე ავადმყოფის მკურნალობა არ არის მიზანშეწონილი და უკეთესია, გადაყვანილი იქნეს მრავალპროფილურ კლინიკაში."- განაცხადა გიორგი გრიგოლიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბოჭორიშვილი: ნაურუს მიერ მიღებული გადაწყვეტილება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის შესახებ, საქართველოს არაღიარების პოლიტიკის მნიშვნელოვანი გამარჯვებაა
საქართველოს ბანკის ფინანსური განათლების ეკოსისტემა - ინიციატივა, რომელიც ფინანსურ განათლებას ყველა თაობისთვის ხელმისაწვდომს ხდის
დუროვმა რუსეთში ტერორიზმის ხელშეწყობაში ბრალს ფოტოთი უპასუხა
ბერძენიშვილი: საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლებს არ აქვთ უფლება, სოციალურ მედიაში საკუთარი აზრი გამოხატონ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics