15:37 - 12 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-16 18:17:24, 609 ნახვა

საზოგადოება
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი: 2022 წელს განათლებისა და მეცნიერების დაფინანსებაზე გამოყოფილია 2 მილიარდ 91 მილიონი ლარი

2022 წელს განათლებისა და მეცნიერების დაფინანსებაზე გამოყოფილია 2 მილიარდ 91 მილიონი ლარი - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებული ვერსიის წარდგენისას.

მისი თქმით, მუნიციპალიტეტების დაფინანსებით სკოლამდელ განათლებაზე მიიმართება 380 მილიონ ლარზე მეტი, რომლის ფარგლებში განხორციელდება საბავშვო ბაღების პერსონალის ხელფასების ზრდა 100 ლარით.
„ზოგადი განათლების დაფინანსება შეადგენს მილიარდ 360 მილიონ ლარს. გამოყოფილი თანხის ფარგლებში გათვალისწინებულია: საჯარო სკოლებში სტატუსის მქონე მასწავლებელთა დანამატის ზრდა 100 ლარით, საჯარო სკოლების ადმინისტრაციული პერსონალის ხელფასების 10 პროცენტიანი ზრდა, სკოლის მანდატურების ხელფასების ზრდა 100 ლარით, სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციასა და აღჭურვაზე მიიმართება - 160,8 მლნ ლარი, პროფესიული განათლების დასაფინანსებლად გამოყოფილია 119 მილიონი ლარი, მათ შორის პროფესიული კოლეჯების მშენებლობა-რეაბილიტაციაზე მიიმართება 46 მილიონ ლარზე მეტი, უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების დაფინანსება შეადგენს 232 მილიონ ლარს", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შეტევითი ოპერაციებისთვის სახმელეთო რობოტების გამოყენება დაიწყეს
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
კატარის ყოფილი ემირი შეიხ ჰამად ბინ ხალიფა ალ ტანი გარდაიცვალა
პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ძარცვისა და ქურდობის ბრალდებით ხუთი არასრულწლოვანი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics