19:19 - 29 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-15 19:44:28, 607 ნახვა

პოლიტიკა
ადვოკატი სააკაშვილზე - PCR ტესტი მას აღებული აქვს და ელოდებიან, ამ დრომდე ეს პასუხი არ ყოფილა

PCR ტესტი მას აღებული აქვს და ელოდებიან, ამ დრომდე ეს პასუხი არ ყოფილა. ეს ინფორმაცია დღეს მედიიდან გახდა ცნობილი. ჩვენ ვკითხეთ მიხეილ სააკაშვილს  ჰქონდა თუ არა კონტაქტი #18 დაწესებულების დირექტორთან, რაზეც დაგვიდასტურა, რომ კი ჰქონდა და არაერთხელ.- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ამ დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილს ჯანმრთელობა და უსაფრთხოება არ არის დაცული.

“PCR ტესტი მას აღებული აქვს და ელოდებიან, ამ დრომდე ეს პასუხი არ ყოფილა. ეს ინფორმაცია დღეს მედიიდან გახდა ცნობილი. ჩვენ ვკითხეთ მიხეილ სააკაშვილს  ჰქონდა თუ არა კონტაქტი #18 დაწესებულების დირექტორთან, რაზეც დაგვიდასტურა, რომ კი ჰქონდა და არაერთხელ. უცნობია, როდის ჰქონდა ბოლო კონტაქტი, თუმცა, დღეს დილით აუღეს მას PCR ტესტი და ახლა ველოდებით ამის პასუხს. აქამდე მიხეილ სააკაშვილს არ უთქვამს ტესტის ჩატარებასთან დაკავშირებით, შესაბამისად, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ PCR ტესტის აღება მოხდა, რადგან #18 დაწესებულების დირექტორს დაუდასტურდა კოვიდი. ამ დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილს ჯანმრთელობა და უსაფრთხოება არ არის დაცული და ამაში იგულისხმება ნებისმიერ საფრთხე, რაც შეიძლება უკავშირდებოდეს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობას“, - განაცხადა საძაგლიშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სააგენტო: 30-31 ივლისს აღმოსავლეთ საქართველოში წვიმა, სეტყვა და ღვარცოფის საფრთხეა მოსალოდნელი
ქარელში კაცმა ბენზინი გადაისხა - კაცი კლინიკაშია გადაყვანილი
ქობულეთში ცოლზე ძალადობის ბრალდებით კაცი დააკავეს
ბაქომ უკრაინას კრიტიკული ინფრასტრუქტურის შესაკეთებლად 40 ტონა აღჭურვილობა გაუგზავნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics