|
2021-11-15 15:40:18, 1287 ნახვა
რეგიონი
აჭარაში, მახოსა და თხილნარის სოფლების მოსახლეობა, საჯარო სკოლებისა და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების თანამშრომლები აიცრნენ
სოფლად ვაქცინაციის ფარგლებში, COVID -19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია თხილნარის თემის სამედიცინო ამბულატორიაში ჩატარდა. დღეს, მახოსა და თხილნარის სოფლების მოსახლეობა, საჯარო სკოლებისა და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების თანამშრომლები აიცრნენ. ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, ვაქცინაციის პროცესს აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ნინო ნიჟარაძე აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელვაჩაურის განყოფილების ხელმძღვანელთან, ნატო ნაკაშიძესთან ერთად გაეცნო. მინისტრმა სამედიცინო პერსონალსა და მოსახლეობას აქტიურობისა და გამოჩენილი ინტერესისათვის მადლობა გადაუხადა. "კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია აჭარის მუნიციპალიტეტების არაერთ სოფელში ტარდება და პროცესი მზარდია. დღეს ჩვენ პროცეს თხილნარის ამბულატორიაში ვაკვირდებით. მსურველთა რაოდენობა საკმაოდ მაღალია. აქტიურობის ერთ-ერთი მიზეზი საკოორდინაციო საბჭოს მიერ ბოლო პერიოდში გაჟღერებული ინიციატივებია, რომელიც მწვანე პასპორტის გამოყენებასა და 60 წელს ზემოთ მოქალაქეებისათვის ფულად წახალისებას, ერთჯერადად 200 ლარის გაცემას ითვალისწინებს. მოგეხსენებათ, რომ ქვეყნის მასშტაბით მაღალია ინფიცირების შემთხვევები, ამიტომ ყველას მოვუწოდებ მიმართონ ამბულატორიებს და ჩაიტარონ ვაქცინაცია", - განაცხადა მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ. დღემდე სოფლის ამბულატორიებში ჩატარებულია 3000-ზე მეტი ვაქცინა. ჯამში აჭარაში ადმინისტრირებულია 224 547 დოზა ვაქცინა. აცრილია სამიზნე კონტიგენტის - 65 %.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)