|
2021-11-14 15:37:44, 1029 ნახვა
პოლიტიკა
პარლამენტის ცხრა წევრმა, სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით, შიმშილობა დაიწყო
ჩვენ, საქართველოს პარლამენტის ცხრა წევრემა გადავწყვიტეთ შიმშილობის დაწყება.- ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, დავით კირკიტაძემ პარლამენტში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. ისინი მოითხოვენ, მიხეილ სააკაშვილი გადაიყვანონ სამოქალაქო კლინიკაში. "საქართველოს მესამე პრეზიდენტი 45-ე დღეა შიმშილობს, მას არ მიეწოდება მის ჯანმრთელობასთან ადეკვატური სამედიცინო სერვისები, ასევე შიმშილობს ჩვენი კოლეგა - ელენე ხოშტარია, ასე რომ ჩვენ, 9 პარლამენტის წევრმა გადავწყვიტეთ შიმშილობის დაწყება ერთადერთი მოთხოვნით - მიხეილ სააკაშვილი გადაყვანილი იქნას მულტიფუნქციურ კლინიკაში". - ამბობს კირკიტაძე. შიმშილობას იწყებენ დეპუტატები დავით კირკიტაძე, აკაკი მინაშვილი, თემურ ჯანაშია, ბაჩუკი ქარდავა, ნიკა მაჭუტაძე, გიორგი გოდაბრელიძე, სულხან სიბაშვილი, ლევან ბეჟაშვილი, აბდულა ისმაილოვი.
შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს
იან კელი და დევიდ კრამერი: აშშ-მა და ევროკავშირმა „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლა უნდა გააძლიერონ
PHR: სააპელაციომ დააკმაყოფილა ბექა შონიასთვის სამედიცინო მომსახურების შინ მიღების მოთხოვნა
სააგენტო: 30-31 ივლისს აღმოსავლეთ საქართველოში წვიმა, სეტყვა და ღვარცოფის საფრთხეა მოსალოდნელი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)