|
2021-11-13 11:32:02, 1321 ნახვა
რეგიონი
„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების“ სახელმწიფო პროგრამას კახეთის მხარის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები გაეცნენ
მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსრგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, გიორგი მიშელაძემ კახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულს, ირაკლი შიოშვილს და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერებს პროგრამის დეტალები გააცნო. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული იჯარით გასაცემი საძოვრის შერჩევა შესაბამის მუნიციპალიტეტთან შეთანხმებით ხდება. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მაქსიმალური ინფორმაცია მიიღონ ახალი პროგრამის შესახებ. „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების“ პროგრამა მსხვილფეხა და წვრილფეხა რქოსანი პირუტყვის მფლობელ ფერმერებს საშუალებას აძლევს, სასურველი საძოვარი აუქციონის გზით მიიღონ და სამწლიანი იჯარის ხელშეკრულების ფარგლებში განკარგონ. პროგრამა, რომელიც საქართველოს მთავრობამ მიმდინარე წლის 6 ოქტომბერს დაამტკიცა, საძოვრებზე ლეგიტიმური კერძო პასუხისმგებლობის გაჩენით, ხელს შეუწყობს მათ რაციონალურ გამოყენებას, დაიცავს დეგრადაციისგან და, ამავდროულად, დაეხმარება მეცხოველეობის განვითარებას. შეხევდრაზე, რეგიონის რწმუნებულმა ამ კუთხით რეგიონში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა და პროგრამის განხორციელებით მოსალოდნელი პოზიტიური შედეგების მნიშვნელობას გაუსვა სხაზი.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)