|
2021-11-12 13:57:09, 675 ნახვა
საზოგადოება
პროექტის „საქართველოს ეკონომიკის ცირკულარობის შეფასება“ ფარგლებში, რიგით მეორე პლენარული შეხვედრა გაიმართა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა, პროექტის „საქართველოს ეკონომიკის ცირკულარობის შეფასება“ ფარგლებში, რიგით მეორე პლენარულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. შეხვედრაზე იმ კვლევის შედეგები განიხილეს, რომლებიც ქვეყანაში ეკონომიკის სხვადასხვა დარგების მნიშვნელობას წარმოაჩენს მაკროეკონომიკური და დასაქმების მაჩვენებლების საფუძველზე. შეხვედრის მონაწილეებმა ნარჩენების წინასწარი შეფასების შედეგებზე, რეციკლირების არსებული დონეზე, ცირკულარობის პოტენციალსა და ახალი, დამატებითი კვლევების გეგმაზე იმსჯელეს. „შევიმუშვეთ ცირკულარული ეკონომიკის გზამკვლევი. გამოიკვეთა პრიორიტეტული დარგები, სადაც ცირკულარულობის მაღალი მაჩვენებელი გვაქვს, მათ შორისაა, სოფლის მეურნეობა, მშენებლობა, საბითუმო და საცალო ვაჭრობა, ტურიზმი და საკვების მიწოდება-გადამუშავება. უკვე გვაქვს საფუძველი, ვაჩვენოთ ბიზნესსექტორს, თუ სად იქნება მათთვის მიმზიდველი ცირკულარული მოდელის დანერგვა. ყოველი მსგავსი შეხვედრა ცირკულარული ეკონომიკის მნიშვნელობაზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას უწყობს ხელს“, - განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა. შეხვედრაზე გაეროს ცირკულარული ეკონომიკის მრჩეველთა საბჭოს წევრმა, დამოუკიდებელმა საერთაშორისო ექსპერტმა, დარიუშ ედვარდ პრასეკმა ეკონომიკის ცირკულარობის მიდგომებთან, საერთაშორისო გამოცდილებასთან და ძირითად გამოწვევებთან დაკავშირებით პრეზენტაცია წარმოადგინა. შვედეთის მთავრობის მიერ დაფინანსებული პროექტი „საქართველოს ეკონომიკის ცირკულარობის შეფასება“ მიზნად ისახავს საქართველოს ეკონომიკის ცირკულარობის შეფასებას საქართველოს მთავრობასთან მჭიდრო თანამშრომლობით. იგი ითვალისწინებს შემდეგი მნიშვნელოვანი ამოცანების გადაჭრას: საქართველოში ცირკულარული ეკონომიკის შეფასებას, ცირკულარული ეკონომიკის დანერგვის შესაძლებლობების გამოვლენას დარგების მიხედვით, ცირკულარული ეკონომიკის ინიციატივებისათვის პრიორიტეტული დარგების განსაზღვრას და რეკომენდაციების შემუშავებას საქართველოსთვის ცირკულარული ეკონომიკის გზამკვლევისა და სტრატეგიისათვის. შეხვედრა საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშიროს „ორქისი“ ორგანიზებით, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით და შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით გაიმართა. შეხვედრას შვედეთის სამეფოს ელჩი საქართველოში, ულრიკ თიდესტრომი, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელი, საქართველოში შვედეთის სამეფოს ელჩის მოადგილე, ერიკ ელესი და შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შეტევითი ოპერაციებისთვის სახმელეთო რობოტების გამოყენება დაიწყეს
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
კატარის ყოფილი ემირი შეიხ ჰამად ბინ ხალიფა ალ ტანი გარდაიცვალა
პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ძარცვისა და ქურდობის ბრალდებით ხუთი არასრულწლოვანი დააკავა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)