18:16 - 12 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-12 11:44:16, 818 ნახვა

საზოგადოება
შსს-ს მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ სამგზავრო დოკუმენტების ინსპექტირების თანამედროვე აღჭურვილობა გადასცა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ (IOM), ევროკავშირის ფინანსური დახმარებით, სამგზავრო დოკუმენტების ინსპექტირების თანამედროვე აღჭურვილობა გადასცა, - ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

მათივე ცნობით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გამართულ ღონისძიებას შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციისა და ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისთვის გადაცემული პასპორტის წამკითხველები მესაზღვრე-ოფიცრებს დოკუმენტების საფუძვლიან შესწავლასა და ნამდვილობის განსაზღვრაში დაეხმარება.

აღნიშნული აღჭურვილობა მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ შეიძინა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის - „საქართველოში საზღვრისა და მიგრაციის მართვის მდგრადობის უზრუნველყოფა (SBMMG)“ - ფარგლებში, რომლის მიზანია საქართველოს მთავრობის შესაძლებლობების გაძლიერება ინტეგრირებული საზღვრის მართვისა და მიგრაციის მართვის მიმართულებით, ევროკავშირსა და საქართველოს შორის გაფორმებული შესაბამისი ხელშეკრულებების და სამოქმედო გეგმების, განსაკუთრებით ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესაბამისად.“, - ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შეტევითი ოპერაციებისთვის სახმელეთო რობოტების გამოყენება დაიწყეს
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
კატარის ყოფილი ემირი შეიხ ჰამად ბინ ხალიფა ალ ტანი გარდაიცვალა
პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ძარცვისა და ქურდობის ბრალდებით ხუთი არასრულწლოვანი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics