18:16 - 12 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-11 17:55:40, 635 ნახვა

საზოგადოება
წიაღის ეროვნულმა სააგენტომ წიაღის უკანონოდ მოპოვების 3 ფაქტი გამოავლინა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ - წიაღის ეროვნული სააგენტოს სალიცენზიო პირობების კონტროლის სამსახურის თანამშრომლებმა, წიაღის უკანონოდ მოპოვების 3 ფაქტი გამოავლინეს.

სალიცენზიო პირობების შესრულების მდგომარეობის შემოწმებისას, სამართალდარღვევა გარდაბნისა და მცხეთის  მუნიციპალიტეტებში დაფიქსირდა. კერძოდ, სოფელ ყარაჯალარის მიმდებარე ტერიტორიაზე ექსკავატორების მეშვეობით  წიაღით სარგებლობის ფაქტი ხორციელდებოდა.

გამონამუშევარი სივრცის და ტრაქტორების დგომის ადგილების გადამოწმებისას დადგინდა, რომ ქვიშა-ხრეშის მოპოვება წიაღით სარგებლობის ლიცენზიის გარეშე მიმდინარეობდა. ასევე, ერთ-ერთი იურიდიული პირი სოფელ ხაშმის/მუღანლოს მიმდებარე ტერიტორიაზე, ქვიშა-ხრეშის მოპოვებას კუთვნილი სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის კონტურს გარეთ, სამთო მინაკუთვნიდან 25 მეტრის დაშორებით ახორციელებდა. ამასთან, მცხეთის მუნიციპალიტეტიში მდინარე ქსანზე წიაღით სარგებლობის ფაქტი  დაფიქსირდა, რომელიც წიაღით სარგებლობის ლიცენზიის გარეშე მიმდინარეობდა.

წიაღის ეროვნული სააგენტომ, ზემოაღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებით შემდგომი რეაგირების მიზნით, ინფორმაცია გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს მიაწოდა.

აღსანიშნავია, რომ წიაღის ეროვნული სააგენტო უფლებამოსილია შეამოწმოს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის მფლობელი სუბიექტების საქმიანობა. რაც შეეხება ისეთ შემთხვევებს, როდესაც წიაღის მოპოვება ლიცენზიის გარეშე ხორციელდება, მათი შესწავლა სცილდება სააგენტოს უფლებამოსილებას.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შეტევითი ოპერაციებისთვის სახმელეთო რობოტების გამოყენება დაიწყეს
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
კატარის ყოფილი ემირი შეიხ ჰამად ბინ ხალიფა ალ ტანი გარდაიცვალა
პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ძარცვისა და ქურდობის ბრალდებით ხუთი არასრულწლოვანი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics