19:32 - 12 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-10 11:46:16, 647 ნახვა

საზოგადოება
ოქტომბერში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 48 %-ით, რეისების რაოდენობა კი 65 %-ით აღდგა

პანდემიის პირობებში, ქუთაისის განახლებულ საერთაშორისო აეროპორტში, საჰაერო მიმოსვლის დადებითი დინამიკა შეიმჩნევა.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ოქტომბრის თვეში, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში მგზავრთნაკადის 48% აღდგა.  2021 წლის ოქტომბერში, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 42,777 მგზავრს მოემსახურა. (2019 ოქტომბერი - 89,647 მგზავრი).

მგზავრთნაკადის გარდა, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დადებითი დინამიკაა ავიარეისების რაოდენობის აღდგენის კუთხითაც. ოქტომბრის თვეში, აეროპორტში რეისების 65% აღდგა და მოემსახურა 195 რეისს. ( 2019 ოქტომბერი - 298 რეისი).

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში  3 ავიაკომპანია 11 ქვეყნის 22 მიმართულებით ოპერირებს.

,,დღეის მდგომარეობით ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან სამი ავიაკომპანია ასრულებს პირდაპირ რეგულარულ რეისებს 22 მიმართულებით, მათ შორის ყაზახეთის 4 და ევროპის 18 მიმართულებით. ოქტომბერში დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტიდან 166 პირდაპირი რეგულარული რეისი შესრულდა. 31 ოქტომბრიდან ჩვენმა სტრატეგიულმა პარტნიორმა Wizz Air-მა ქუთაისიდან ბარსელონას, ვენისა და ბერლინის მიმართულებით აღადგინა პირდაპირი ფრენები. 15 დეკემბრიდან კი სრულიად ახალი, აბუ-დაბის მიმართულებით დაიწყება ქუთაისის აეროპორტიდან რეგულარული რეისების შესრულება,-‘’განაცხადა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა თამარ არჩუაძემ.

ნოემბრის თვეში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ევროპის მიმართულებით 119 რეგულარული რეისი, აზიის მიმართულებით კი 29 რეგულარული რეისი შესრულდება.

 

 

 

 

 





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
სიკორსკი: რუსეთს პოლონეთზე თავდასხმის რესურსები არ აქვს, მაგრამ ისინი რაღაცას ამზადებენ
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შეტევითი ოპერაციებისთვის სახმელეთო რობოტების გამოყენება დაიწყეს
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics