19:31 - 12 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-09 16:17:14, 758 ნახვა

საზოგადოება
გლდანის რაიონში 15 მისამართზე ბავშვთა გასართობი სივრცე მოეწყო

გლდანის რაიონის გამგეობამ,  დიდი მოცულობის სკვერებთან ერთად, გლდანის რაიონში ბავშვთა გასართობი სივრცეებიც მოაწყო.- ინფრომაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათი ცნობით, მსგავსი სივრცეები, ჯამში, 15 მისამართზე განთავსდა, რისთვისაც  გამგეობის ბიუჯეტიდან 365 596  ლარი დაიხარჯა.

სამუშაოები უკვე დასრულდა მუხიანის 4 ბ მიკრორაიონის N29 ა და მეორე მიკრორაიონის N10 კორპუსებთან, წყალსადენის ქუჩაზე N33 ა - 35 ბ კორპუსების მიმდებარედ და მუხიანის მესამე მიკრორიაონის N16-17 კორპუსებთან, ასევე, ავჭალა 2-ში, ჯავახეთისა და გურამიშვილის ქუჩების კვეთაზე.

"გარდა ამისა, გასართობი ზონები მოეწყო ზაჰესში, მშვიდობის ქუჩა N14-17-ში მდებარე საცხოვრებელ კორპუსებთან. ზაჰესში, ავჭალის ქუჩა N11, ლიბანის ქუჩა N24-26, ანდრონიკაშვილის II შესახვევის N24-25 და ჯანჯღავას ქუჩა II ჩიხის N73 კორპუსების მიმდებარედ. ქერჩის ქუჩა N2 კორპუსის, გმირი კურსანტების N27, გლდანის მეხუთე მიკრორაიონის N19 კორპუსის და ჯაბიძის ქ N11 -ს შორის. ასევე, გლდანის მესამე მიკრორაიონის N1-3-4 და N 3-6 კორპუსების მიმდებარედ.

სამუშაოების ფარგლებში, აღნიშნულ ზონებში სკვერისთვის საჭირო ინვენტარი განთავსდა.

დასრულებულ პროექტებს რამდენიმე მისამართზე გლდანის რაიონის გამგებელი ლევან ნაროუშვილი, თბილისის საკრებულოს არჩეულ კანდიდატთან, კონსტანტინე ზარნაძესთან ერთად გაეცნო."- ნათქვამია განცხადებაში.

 

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
სიკორსკი: რუსეთს პოლონეთზე თავდასხმის რესურსები არ აქვს, მაგრამ ისინი რაღაცას ამზადებენ
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შეტევითი ოპერაციებისთვის სახმელეთო რობოტების გამოყენება დაიწყეს
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics