01:12 - 30 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-08 21:47:44, 776 ნახვა

პოლიტიკა
იუსტიციის მინისტრის განცხდებით, მიხეილ სააკაშილმა გლდანის ციხის თანამშრომელს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა

როდესაც მიხეილ სააკაშვილი შეასახლეს ახალ, N18 დაწესებულებაში, მან სამწუხაროდ მიაყენა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა ჩვენს თანამშრომლებს...ჩვენ ვერავის ვერ მივცემთ ამ თანამშრომლების შეურაცხყოფის უფლებას, რა თქმა უნდა, იქნება შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება- ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ, "ტვ იმედის" ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, არავის მისცემენ უფლებას მათ თანამშრომელს მიაყენონ შეურაცხყოფა.

"როდესაც მიხეილ სააკაშვილი შეასახლეს ახალ, N18 დაწესებულებაში, მან სამწუხაროდ მიაყენა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა ჩვენს თანამშრომლებს, ისინი 24 საათის განმავლობაში ზრუნავენ ამ ქვეყნის უსაფრთხოებაზე და თითოეული პატიმრის უფლების დაცვაზე, ჩვენ ვერავის ვერ მივცემთ ამ თანამშრომლების შეურაცხყოფის უფლებას, რა თქმა უნდა, იქნება შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება ჩვენი მხრიდან, ვსწავლობთ ამ საკითხს. კიდევ ერთხელ ვამბობ, ვერავის, ვინც არ უნდა იყოს ის, ვერ მივცემთ უფლებას, ჩვენს საამაყო თანამშრომლებს, რომლებიც 24 საათის განმავლობაში ამ ქვეყნის სამსახურში არიან და თვეების განმავლობაში  საკუთარ ოჯახსაც ვერ ნახულობენ, ვერავის მივცემთ ამის უფლება და ბუნებრივია, ვერავის მივცემთ უფლებას" - განაცხადა რატი ბრეგაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო სექტემბერში გაუქმდება
შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს
იან კელი და დევიდ კრამერი: აშშ-მა და ევროკავშირმა „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლა უნდა გააძლიერონ
PHR: სააპელაციომ დააკმაყოფილა ბექა შონიასთვის სამედიცინო მომსახურების შინ მიღების მოთხოვნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics