02:10 - 30 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-07 16:21:17, 640 ნახვა

პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი - ის, რომ სააკაშვილის სიცოცხლე ნორმაშია, ოპოზიციისთვის ნეგატიური აღმოჩნდა

 „ქართული ოცნების“ დეპუტატი, გურამ მაჭარაშვილი აცხადებს, რომ „დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას შიმშილობის საფუძველი არ არსებობს, რადგან ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასიცოცხლო პარამეტრები ნორმაშია.

"ელენე ხოშტარიას შიმშილობის მოთხოვნის საფუძველი უკვე არ არსებობს. სააკაშვილის სასიცოცხლო პარამეტრები არის ნორმაში, რაც ტრაგიკომედიაა, მაგრამ ჩვენთვის არის პოზიტიური ინფორმაცია, სამწუხაროდ, რადიკალური ოპოზიციისთვის ეს აღმოჩნდა ნეგატიური ინფორმაცია. ის იღებს ისეთ დანამატებს, კვების ისეთ რაციონს, რომელიც არ ემუქრება მის ჯანმრთელობის მდგომარეობას"

ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი, გურამ მაჭარაშვილი.

ცნობისთვის, მე-5 დღეა, რაც ელენე ხოშტარია პარლამენტში შიმშილობს.  მისი თქმით, იშიმშილებს მანამ, სანამ ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს სამოქალაქო კლინიკაში არ გადაიყვანენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო სექტემბერში გაუქმდება
შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს
იან კელი და დევიდ კრამერი: აშშ-მა და ევროკავშირმა „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლა უნდა გააძლიერონ
PHR: სააპელაციომ დააკმაყოფილა ბექა შონიასთვის სამედიცინო მომსახურების შინ მიღების მოთხოვნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics