21:20 - 12 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-07 12:20:12, 850 ნახვა

საზოგადოება
ხოშტარიას პირადი ექიმი - სასიცოცხლო პარამეტრები ოდნავ შეიცვალა, მაგრამ ნორმის ფარგლებში რჩება

პარტია „დროას“ ლიდერი, ელენე ხოშტარია, რომელიც პარლამენტის შენობაში მე-5 დღეა შიმშილობს, პირადმა ექიმმა მოინახულა.

მაია ცანავას თქმით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, თუმცა სასიცოცხლო პარამეტრები ოდნავ შეიცვალა.

„ამ ეტაპზე ელენეს მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. გუშინდელთან შედარებით, თავს ოდნავ სუსტად გრძნობს. სასიცოცხლო პარამეტრები ოდნავ შეიცვალა, მაგრამ ნორმის ფარგლებში რჩება. იღებს სითხეს, მედიკამენტებს, ვიტამინებს და მსგავს რამეს არ იღებს. დინამიკაში მდგომარეობა, რა თქმა უნდა, შეიცვლება და შესაძლებელია დადგეს დამატებითი კვლევების, მედიკამენტოზური მკურნალობის საჭიროება“, - ამბობს ხოშტარიას პირადი ექიმი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
სიკორსკი: რუსეთს პოლონეთზე თავდასხმის რესურსები არ აქვს, მაგრამ ისინი რაღაცას ამზადებენ
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შეტევითი ოპერაციებისთვის სახმელეთო რობოტების გამოყენება დაიწყეს
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics